FM97.5 / LIVE

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

მთავარისიახლე, განათლება 03.07.2017
დღეიდან, 3 ივლისიდან, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა.

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, ნაწილი გამოაკლდა იმის გამო, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი. საბოლოოდ, გამოცდებში დაახლოებით 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს.

ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და მისამართზე უნდა გამოცხადდეს . მან თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

რეგისტრაციის დაწყებიდან ერთ საათში იკეტება საგამოცდო ცენტრის შენობა და აბიტურიენტი გამოცდაზე აღარ დაიშვება.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება. გამოცდების ნაწილი ორ, ნაწილი კი ერთ სესიად ჩატარდება.

გამოცდების განრიგი ასეთია:

3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა;
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
18 ივლისი (მეორე სესია) - ბილოგია;
19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.


2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრები გახსნილია საქართველოს ყველა ქალაქში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია, – თბილისში ათი საგამოცდო ცენტრია გახსნილი, ქუთაისში - სამი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. საგამოცდო ცენტრი გახსნილია ახალცხეშიც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისიდან დაიწყება
2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
26 ივნისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია

ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა