FM97.5 / LIVE

რა გავლენას მოახდენს ახალქალაქის მოვლენები მეორე ტურზე – NGO-ების შეფასებები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.10.2018
რა გავლენას მოახდენს ახალქალაქში ენმ–ს ოფისზე თავდასხმის ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე. რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რა გავლენას მოახდენს ახალქალაქის მოვლენები მეორე ტურზე – NGO-ების შეფასებები

სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალქალაქში მომხდარი ამომრჩევლებს გააქტიურებს, ნაწილი კი პირიქით, ფიქრობს, რომ დააშინებს და არჩევნებზე მისვლას გადააფიქრებინებს.

„ასეთი ინციდენტები, რა თქმა უნდა, მოქმედებს მეორე ტურზე. ნაწილ ამომრჩეველს აშინებს და შეიძლება უბრალოდ აღარ წავიდეს არჩევნებზე, ნაწილს კი სიბრაზის გრძნობას უღვივებს და ამიტომ უნდობლობას უცხადებს არჩევნებს“, – ამბობს „სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის“დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.

მის პოზიციას იზიარებს ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი: „ახალქალქის ინციდენტი მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იქონიებს ზეგავლენას, ალბათ ამომრჩევლებს დააშინებს. ძალიან ცუდია რაც მოხდა, ახლა მთავარია რომ დასაჯონ დამნაშავეები, ვინც არ უნდა იყოს ის, დეპუტატი თუ მისი ძმა. თუ არჩევნებამდე ასე გაგრძელდა ყველაფერი და პასუხისგებაში არავინ მისცეს, ეს მამრთველ გუნდის შედეგებზე კარგად არ აისახება“.

ახალქალაქში განვითარებული მოვლენები არ უკვირს „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორს მაკა სუდაძეს: „2016 წელმა ახალციხეში დაგვანახა, რომ მას შემდეგ რაც პირველი ტურში მარცხდება სამთავრობო პარტია, მეორე ტური ის უფრო ძალადობრივია. ეს იყო ვა-ბანკზე წასვლა და ხელისუფლებაში აბსოლუტურად ყველაფერს იკადრებენ, მაგრამ პრეზიდენტობის არცეთ კანდიდატს დასაკარგი არაფერი აქვს და ამიტომ მეორე ტური ბევრად ურო დაძაბული იქნება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავჯდომარის გია ანდღულაძის თქმით, ახალქალაქში განვითარებული მოვლენები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად შელახავს: „სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დასაჯოს დამნაშავეები. ეს უბრალო შემთხვა არაა, ამას აკვირდება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ეუთოს წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლები და ეს ყველაფერი თავისთავად აისახება არჩევნების საბოლოო შეფასებაზე. ამიტომ ჩვენ არ გვიონდა რეიტინგში კიდევ ჩამოვქვეითდეთ და გვითხრან, რომ არჩევნები არ ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ხალხმა ვერ გამოავლინა თავისუფდალი ნება. ამ ფაქტმა შესაძლოა პასიური ამომრჩეველი გამოაფხიზლოს, წინასწარ პროგნოზებზე საუბარი ძნელია“.

[თორნიკე ზაზაძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისში განვითარებული მოვლენები – NGO-ების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
მთავრობა, NGO-ები და პარტიები – როგორ აფასებენ პრემიერის გადადგომას მესხეთში
მნიშვნელოვანი არჩევნები და ნიჰილისტი ამომრჩევლები
საკმარისი იქნება თუ არა ‘ევროპელების' მხარდაჭერა სამცხე–ჯავახეთში ვაშაძის გამარჯვებისთვის
ცირა მესხიშვილი: ‘შეიძლება თვითმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა საერთოდ არ მივიდეს’
‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
როგორ აფასებენ  NGO–ების წარმომადგენლები  2017 წელს