FM97.5 / LIVE

ცირა მესხიშვილი: ‘შეიძლება თვითმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა საერთოდ არ მივიდეს’

მთავარიპოლიტიკა 30.10.2013
რატომ იყო მოსახლეობა პასიური საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაზე მართებთ პარტიებს დაფიქრება და რატომ შეიძლება არ მივიდნენ ამომრჩევლები მომავალ, თვითმმართველობის არჩევნებზე.

ცირა მესხიშვილი: ‘შეიძლება თვითმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა საერთოდ არ მივიდეს’
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, თვალშისაცემი იყო ამომრჩეველების პასიურობა, - ასეთია ზოგადი დასკვნა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

სამცხე-ჯავახეთის ექვსივე საარჩევნო ოლქში გამარჯვება მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, სამცხე-ჯავახეთი იმ რამდენიმე რეგიონს შორის მოხვდა, სადაც, საერთო პასიურობის ფონზე, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტიურობას რეგიონის საარჩევნო ოლქების მიხედვით, აქტივობა ყველაზე მაღალი ასპინძაში იყო, აქ არჩევანი რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 63,96%-მა (9,856) დააფიქსირა; 59,02% (15,648) მივიდა საარჩევნო უბნებზე ადიგენში; 51,79%(14,205) - ბორჯომში; რეგისტორირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ ნახევარი, 50,44% (17,713) გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე ახალციხეში, გაცილებით დაბალი იყო აქტივობა ჯავახეთში: 37,37% (39,545) - ახალქალაქში და 44,46%(21,689) - ნინოწმინდაში.

ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი, რომელიც თითქმის ათი წელია ეუთოს ერთ-ერთი კორესპოდენტია სამცხე-ჯავახეთში და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოსახლეობის განწყობა შეისწვალა, ამბობს, რომ მოსახლეობის მსგავსი პასიურობა მოსალოდნელი იყო.

„ჩვენი მიზანი იყო გაგვეგო ხალხის განწყობა, აპირებდნენ თუ არა არჩევნებზე წასვლას და ხომ არ ირღვევა მათი უფლებები. განსაკუთრებით გვაინტერესებდა არაქართველენოვანი მოსახლეობის აზრი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის განწყობა იყო არაერთგვაროვანი. მოსახლეობის ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლებოდა, განსაკუთრებით ყურადღება დასაქმებაზე გაამახვილეს. მეორე ნაწილი კი ძალიან შორს იყო პოლიტიკური ვნებათაღელვისგან“, - ამბობს მესხიშვილი და ამატებს, რომ მოსახლეობის განწყობას არჩევნების დღესაც აკვირდებოდა და ამომრჩევლების 40 პროცენტს, არჩევნების დღეს, შუადღის ორი საათისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი ვისთვის უნდა მიეცა ხმა და საერთოდ აპირებდა თუ არა არჩევნებზე წასვლას.

მოსახლოების მსგავს პასიურობას და ინდიფერენტულობას ცირა მესხიშვილი რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

„მოსახლეობის უმრავლესობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, დიდი გავლენა მოახდინა ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, ვგულისხმობ შიდა ქართლში მომხდარს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ ვერ იმუშავეს ისე, როგორც საჭირო იყო“,- ამბობს ცირა მესხიშვილი.

იგი ფიქრობს, რომ პარტიების პასიურობაც მათმა ზედმეტმა სიფრთხილემ გამოიწვია: „შეიძლება პარტიებმა იმიტომ ვერ იმუშავეს კარგად, რომ შეეშინდათ რაიმე ფაქტი ზეწოლაში არ ჩათვლოდათ“.

მესხიშვილი საინფორმაციო ვაკუუმზეც საუბრობს: „მოსახლეობის დიდ ნაწილს პოლიტიკური თოქ-შოუებიც არ ჰქონდა ნანახი, მაგალითად, არაქართველ მოსახლეობას ჯავახეთში“.

რაც შეეხებ არჩევნების დღის ზოგად შეფასებას, ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ საერთო ჯამში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო დარღვევებს.

მისი შეფასებით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ახლა მთვარი გამოწვევა მოსახლეობის ინდიფერენტული განწყობის და პასიურობის დაძლევაა.

„თვითმმართველობის არჩვენები ახლოვდება, საჭიროა გაანალიზება შედეგის და დაფიქრება. პირველ რიგში მოსახლეობის მეტად ინფორმირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თვითმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა საერთოდ არ მივიდეს“, - ამბობს იგი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 55% მივიდა
ცესკო: N44 ახალციხე–ადიგენის ოლქში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა
15:00 საათის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში ამომრჩეველთა აქტივობა 35.8%–ია
'სამართლიანი არჩევნები': ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
15:00 საათის მონაცემებით, ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 34%–ია
12:00 საათის მონაცემებით სამცხე–ჯავახეთში ამომრჩეველთა აქტივობა 20%–ია
ცირა მესხიშვილი: რელიგია პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს