FM97.5 / LIVE

‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 29.10.2018
სამცხე–ჯავახეთში მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ფიქრობს, რომ მეორე ტურში საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატი გაიმარჯვებს. რა შესაძლებლობებზე საუბრობენ პოლიტიკოსები და როგორ აფასებენ საპრეზიდენტო არჩევნებს.

‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორ დეკემბრამდე გაიმართება. გამარჯვებისთვის „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ენმ–ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებენ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებას და წინასაარჩევნო კამპანიის ერთად წარმოებას გეგმავს. ამ ინიციატივით „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს, 29 ოქტომბერს გამოვიდა.

სწორედ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შემთხვევაში აქვთ ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების იმედი რეგიონში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

„ჩვენი ამოცანაა ზურაბიშვილმა წააგოს არჩევნები და ვაშაძემ გაიფორმოს გამარჯვება. ოპოზიციური ძალები შევათანხმებით როგორ უნდა ვიმოქმედოთ ერთად და ეს გაერთიანებული ძალა ნამდვილად გაგვამარჯვებინებს“, – ამბობს ასპინძაში „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი და პოლიტსაბჭოს წევრი ტარიელ ლონდარიძე.

მეორე ტურში, ოპოზიციის გაერთიანებული ძალებით, ვაშაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარე არსენ კარაპეტიანი: „ამ არჩევნებით ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას სილა გააწნა იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ბოლო წლებში გააკეთს. ამ არჩვენებით დამთავრდება ბიძინიზმი საქართველოში“.

ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ბარძიმაძე ფიქრობს, რომ მეორე ტურამდე ხელისუფლება ხალხზე ზეწოლასა და მათ დაშინებას დაიწყებას: „ახლა კიდევ უფრო მეტად შეეცდებიან, ყველა ფორმით მოახდინონ ზეწოლა ამომრჩეველზე, მაგრამ ჩვენ ყველა კუთხესა თუ კუნჭულში ვიქნებით მობილიზებულები და ყველაფერს გამოვააშკარავებთ“.

ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ოგანეზიანი ფიქრობს, რომ თუ პირველ ტურში, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების ფონზე, ვაშაძეს გამარჯვება არ გაუჭირდა, ის მეორე ტურს უფრო მარტივად მოიგებს: „ოპოზიცია გაერთიანდება და მეტი მხარდაჭერა ექნება ვაშაძეს“.

მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძე მესამე ადგილზე გავიდა, არჩევნების შედეგები მაინც მისაღებია „ევვროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გელა დემეტრაძისთვის: „სასიამოვნოა, რომ ქართველმა ხალხმა პირველ ტურშივე მმართველი გუნდის კანდიდატი არ გაიყვანა და პასუხი გასცა მათ იმ ცუდი საქმეებისთვის, რაც მათ თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გააკეთეს “.

რეგიონში ოპოზიციაც და სახელისუფლებო გუნდიც ფიქრობს, რომ მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება.

„მეორე ტური დემოკრატიული ქვეყნისთვის ჩვეულებრივი პროცესია და ველოდით კიდეც, რადგან წინასაარჩვენო გარემო აბსოლუტურად თანაბარ გარემოში მიმდინარეობდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილი გაიმარჯვებს“, –გვითხრა „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი გვარამაძემ.

მეორე ტური რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის დასტურია, ამაზე საუბრობს ადიგენის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძეც: „ზურაბიშვილი რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუპირისპირდება მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ხალხმა აზრი დემოკრატიულად დააფიქსირა“.

წინასწარ მოსალოდნელ შედეგებსა და პროგნოზებზე საუბარი არ სურს ასპინძის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარესა და მუნიციპალიტეტის მერს როსტომ მაგრაქველიძეს: „არჩევნები ისეთი რამეა უნდა დაველოდოთ ჯერ მეორე ტურს და მერე შედეგებს, წინასწარ ვერასოდეს გაიგებ რა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ზურაბიშვილმა 18 წააგო.

ცესკოს ინფორმაციით, საბოლოოდ, ქვეყნის მასშტაბით შეჯამებული უბნების შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი 38,64% (615624 ხმა) გრიგოლ ვაშაძე 37,74% (601188 ხმა).

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკმარისი იქნება თუ არა ‘ევროპელების' მხარდაჭერა სამცხე–ჯავახეთში ვაშაძის გამარჯვებისთვის
სამცხე–ჯავახეთი მეორე ტურამდე – რის შეცვლას გეგმავენ პარტიები
'ოცნება': საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
გრიგოლ ვაშაძე: ‘წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ’
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები მეორე ტურის შემდეგ
Gallup International: სალომე ზურაბიშვილი 58%, გრიგოლ ვაშაძე 42%
უბნების დათვლის პროცესი დასრულდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია