FM97.5 / LIVE

მთავრობა, NGO-ები და პარტიები – როგორ აფასებენ პრემიერის გადადგომას მესხეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.06.2018
როგორ აფასებენ სამცხე–ჯავახეთში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

მთავრობა, NGO-ები და პარტიები – როგორ აფასებენ პრემიერის გადადგომას მესხეთში

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერების უმრავლესობამ პრემიერის გადადგომის შეფასებისგან თავი შეიკავა. მათ სხვადასხვა მიზეზით კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს: „ახლა ობიექტზე ვარ გასული გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ვესწრები და თქვენგან მესმის პრემიერის გადადგომის შესახებ“, – ამბობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

ამავე მიზეზით უარი გვითხრა კომენტარის ჩაწერაზე ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ. მოუცლელობის გამო მოვლენების შეფასებაზე უარი განაცხადეს ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ და ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მერები აცხადებენ, რომ პრემიერის გადადგომა მათთვის მოულოდნელი იყო.

„არ ველოდი პრემიერისგან ამ ნაბიჯს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობას უარესობისაკენ არ წაიყვანს, რადგან ძლიერი გუნდი გვყვავს და ისევ ძლიერი პრემიერი გვეყოლება“,– ამბობს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი.

„თქვენგან გავიგე ამის შესახებ, ეს ძალიან მოულოდნელია, ამიტომ ახლა შეფასებების გაკეთება არ შემიძლია“, – გვითხრა ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, პრემიერის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციური პარტიების წევრებისთვის.

„ხალხმა აიძულა და წავიდა, მაგრამ მისი წასვლა ვერაფერს შეცვლის, თუ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნა“, – ამბობს „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა ახალციხის რაიონული ორგანიზაციის" ხელმძღვანელი ჯიმშერ გოგოლაური.

მის მოსაზრებას იზიარებს ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ბარძიმაძე: „ხალხის ძალიან დიდი მღელვარება იყო, უფრო მეტი ადამიანი რომ არ გამოსულიყო ქუჩაში კვირიკაშვილი ამიტომ გაწირეს. არადა სინამდვილეში ის არც ყოფილა პრემიერ–მინისტრი, ამიტომ ქართველი ხალხი თუ გამოფხიზლდა აუცილებლად უნდა მოითხოვონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“.

პრემიერის გადადგომის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა ახალციხეში პარტია „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე: „პრემიერის გადადგომა ქვეყანაში ინსტიტუტების ჩამოშლამ და კორუფციის ზრდამ გამოიწვია. ამ ყველაფრის მიზეზი არაფორმალური მმართველობაა“.

არაფორმალურ მმართველობაზე აკეთებენ აქცენტს არასამთავრობო სექტორშიც.

„ფასადური ცვლილებების მომხრე არ ვარ, თუ რეალურად არაფერი შეიცვლება“, – ამბობს „სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.

„ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი მაკა სუდაძე ფიქრობს, რომ თუ რეალურად ისევ ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს ქვეყნის მართვას, კვირიკაშვილის გადადგომას აზრი ვერ ექნება: „რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ახალი პრემიერი თუ ისევ არაფორმალური მმართველობა უნდა იყოს ქვეყანაში?! ამიტომ მგონია, რომ არაფერი შეიცვლება“.

ძირეული ცვლილებების მოლოდინი არც „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორს გია ანდღულაძეს აქვს: „დღეს არსებულ საპარლამენტო სისტემით, რაც საქართველოში გვაქვს, თანამდებობის პირების შეცვლა რადიკალურ ცვლილებებს ვერ იწვევს–ხოლმე, რადგან ვინც არ უნდა შეიცვალოს ძირითადი გუნდი მაინც სათავეში რჩება“.

ანდღულაძის პოზიციას იზიარებს „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილიც: „არ მეჯრა, რომ რაღაცა რეალურად შეიცვლება, რადგან პიროვნებების ცვლილება ვერ ცვლის ვერაფერს თუ მიდგომები და სისტემა იგივე დარჩა. ქვეყანაში ეკონომიკური ფონი თუ არ გაუმჯობესდა, შესაძლოა სოციალურ აფეთქებამდე მივიდეთ და ამაზე უნდა იფიქროს ყველა ხელმძღვანელმა პირმა“.

[თამუნა უჩიძე, ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას ცდილობს ხელისუფლება პრემიერის შეცვლით – ღარიბაშვილის გადადგომას არასამთავრობები და ოპოზიცია აფასებენ
რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერად არ აირჩიეს
‘გუბერნატორებს თვითმმართველობებში ჩარევის უფლება არ აქვთ’ – შეფასებები პრემიერის განცხადებაზე
‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
სომხეთის პარლამენტი ფაშინიანის პრემიერის პოსტზე არჩევას უყრის კენჭს
სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები