FM97.5 / LIVE

თბილისში განვითარებული მოვლენები – NGO-ების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2018
თბილისში ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შემდეგ გამართული აქციები და შს მინისტრის ბოდიში. როგორ აფასებენ სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 12–13 მაისს რუსთაველის გამზრიზე განვითარებულ მოვლენებს;

თბილისში განვითარებული მოვლენები – NGO-ების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციას თავისუფლებისთვის ბრძოლად აფასებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახალგაზრდების მხრიდან „ეს ყველაფერი ზედმეტი იყო“.

„დიდი სისულელე იყო ყველამხრიდან. არვიცი ამაზე რა შეიძლება ვთქვა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გიორგი ანდღულაძე.

თბილისში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს არშემდგარ სპექტაკლს უწოდებს „სასოფლო–საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე: „ტრაგი–კომოკური სპექტაკლის შთაბეჭდილება დამიტოვა ამ ყველაფერმა თავის მოქმედ გმირებთან ერთად. ვერც რეჟისორის მიღწევა დავინახე, არ ვიცი ეს რა იყო“.

„ახალქალაქის ბიზნესცენტრის“ დირექტორი მახარე მაცუკატოვი ფიქრობს, რომ ნარკორეალიზატორების დაკავების შემდეგ აქციები არ უნდა იმართებოდეს: „აქციის მონაწილეებმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვეს, რომ თითქოს ისინი ნარკორეალიზატორების დაკავებას აპროტესტებდნენ. აშკარად ჩანდა ისიც, რომ პოლიციამაც გადაამეტა უფლებამოსილებას და ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირa. მართალია, პოლიციელების მოვალეობა ხისტი მიდგომაა, მაგრამ მთლად ისეც არ შეიძლება რაც ვნახეთ. მინისტრმაც ამიტომ მოიხადა ბოდიში“.

თავისუფლებისთვის ბრძოლად აფასებს „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციას „ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრის“ დირექტორი მაკა სუდაძე: „შესაძლებლობა, რომ მქონოდა წავიდოდი და იმ ახალგაზრდების გვერდით დავდგებოდი. ყველა იქ უნდა მდგარიყო ვისთვისაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება ღირებულია“.

სუდაძე ფიქრობს, რომ აქციის დაშლა მთავრობის მხრიდან თავიდანვე გათვლილი იყო: „ხელისუფლებამ, ორი დღის მერე ყველაფერი კარგად გაანალიზა, კარგად გათვალა, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ჩაეცხროთ და მინისტრის ბოდიშიც ამ გეგმის ნაწილი იყო. ახალგაზრდები ამ ყველაფერზე გამოუცდელობის გამო წამოეგნენ“.

„ასოციაცია“ ტოლერანტის დირექტორი ცირა მესხიშვილი ფიქრობს, რომ ახალგაზრდები ქუჩაში არასამართლიანობის განცდამ გამოიყვანა: "ახალგაზრდებს სხვა ღირებულებები და მოთხოვნები აქვთ, მათ მოეჩვენათ, რომ არასამართლიანად მოექცნენ და პროტესტი გამოხატეს. ამაში ცუდი არაფერია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს აქციები მშვიდობიანად დასრულდა“.

მესხიშვილის მოსაზრებას იზიარებს „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი მარინა მოდებაძე: „აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მთავარია, რომ იქ [რუსთაველზე] მათი უფლება არავის დაურღვევია. რაც შეეხება მინისტრის ბოდიშს, ვფიქრობ, რომ ეს მის, როგორც პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაზე მეტყველებეს“.

სხვადახვაგვარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრება თბილისში, 13 მაისს ნაციონალისტური დაჯგუფეფების მიერ გამართულ კონტრაქციასთან დაკავშირებითაც.

„კონტრაქცია სუს–ის დაგეგმილი იყო. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ რატომ მივიდნენ“, – ამბობს მაკა სუდაძე.

„მათ სხვა პოზიცია ჰქონდათ. ასე შეიძლება სხვა ჯგუფებიც გამოსულიყვნენ და ბუნებრივია, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს“, – აცხადებს მარინა მოდებაძე.

„ყველაზე მეტად, კონტრაქციამ შემზარა. ისინი ცდილობდნენ ეძალადათ. ახალგაზრდებმა კიდევ პროტესტი ახალგაზრდულად, ცეკვით გამოხატეს“, – ამბობს ცირა მესხიშვილი.

ის რაზეც რეგიონში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თანხმდება, არის ის, რომ 12 მაისს ღამის კლუბებში მომდარი შესაბამისმა უწყებებმა სათანადოდ უნდა შეისწავლონ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია 12 მაისს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით ახალგაზრდები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პოლიციამ კლუბებში, "ბასიანი" და "გალერი", სპეცოპერაცია ჩაატარა და რვა ნარკორეალიზატორი დააკავა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას. შს–ს მინისტრი გვიან ღამით, „თეთრი ხმაურის ორგანიზაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა, ყველა საკითხი მათთან ერთად განიხილეს და მინისტრმა ბოდიშიც მოიხადა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორ განვითარდება პროცესები, შაბათს კი ორგანიზებული და უფრო დიდი აქცია გაიმართება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დასრულდა
შს მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდება
პარლამენტის წინ აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე კონტრაქციების მონაწილეები პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობენ
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
შს მინისტრი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის ორგანიზატორებს ხვდება
გამოკითხვა: როგორ აფასებთ 12–13 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს? [Video]