FM97.5 / LIVE

ენზელ მკოიანი: ‘ჩხუბში მონაწილეობა მე არ მიმიღია, იქ ჩემი ძმა და შვილი იყვნენ’

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 31.10.2018
ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი „ოცნებიდან“ ენზელ მკოიანი, რომლის ძმასაც ენმ–ს ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებენ აცხადებს, რომ ეს პროვოკაცია იყო, რაც საბოლოო ჯამში, მეორე ტურისთვის ხმებს ისევ ენმ–ს პრეზიდენტობის კანდიდატს დააკლებს.

ენზელ მკოიანი: ‘ჩხუბში მონაწილეობა მე არ მიმიღია, იქ ჩემი ძმა და შვილი იყვნენ’

„ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია! ჯერ „ნაციონალები“ მივიდნენ ჩემი ძმის „კალონკებთან“ და ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხიეს, თან იგინებოდნენ, ვინც ამას ხმას მისცეს იმათი დედაო. ჩხუბში მონაწილეობა მე არ მიმიღია, იქ იყო ჩემი ძმა და შვილი. უბრალოდ მათ უნდოდათ, აშოტ რაისიანისთვის ეკითხათ, რატომ გააკეთა ეს მან. ამ მიზნით მივიდნენ მის ოფისთან. აშოტამ კი უთხრა, მე გავკეთეო და თან ყვიროდა. ამის მერე დაიწყო ჩხუბი“, – ჰყვება ენზელ მკოიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში.

მისი თქმით, მიუხედავად ახლა ახალქალაქში არსებული დაძაბული ვითარებისა, წინასაარჩევნო პერიოდი მეორე ტურამდე იქნება ძალიან მშვიდი: „ამის მერე იმაზე უფრო მეტ პროცენტს ავიღებთ ვიდრე აქამდე ავიღეთ“.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ს ოფისზე თავდასხმა დღეს, 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და "ოცნების აქტივისტები დაესხნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხივე მათგანი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძიებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]
ახალქალაქიდან თბილისში მეოთხე დაშავებულიც გადაიყვანეს
შს მინისტრი: ახალქალაქის ინციდენტში მონაწილეებს ბრალი დღეს წარედგინებათ
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს
ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის პირადობა იპოვეს [Video]
ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა