FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის პირადობა იპოვეს [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 30.10.2018
ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანის საფულე იპოვეს. მელიას თქმით, პირადობასთან ერთად საფულეში ფურცელი დევს. ამ ფურცელზე იმ მანქანის ნომერი წერია, რომლის მესაკუთრესაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის პირადობა იპოვეს [Video]

ახალქალაქში, დღეს, 30 ოქტომბერს, ენმ–ს ოფისთან, თავდასხმის ადგილზე, ადგილობრივმა გრიგორ ბარცეღიანმა საფულე იპოვა, რომელშიც „ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობდა იდო. ამავე საფულეში, როგორც ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, იდო ფურცელი, ამ ფურცელზე კი ახალქალაქში ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის აშოტ რაისიანის მანქანის ნომერია მითითებული. თავდამსხმელები კი პირველი, როგორც მელია ამბობს, სწორედ რაისიანს გაუსწორდნენ.





ენმ–ს ოფისიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ახალქალაქის საოლქო კომისიაში წავიდნენ. როგორც მელია აცხადებს, დღეს კომისიაში მათ წარმომადგენლებს მიშა აგაბაბიანს 23 უბნის შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა შეეტანა, თუმცა, იმის გამო, რომ მას ფიზიკურად გაუსწორნენ განცხადება ვეღარ დაარეგისტრირა. ამიტომ მან თანაგუნდელებთან ერთად გადაწყვიტა, რომ საჩივარი ოლქში შეეტანა. თუმცა მათ კომისიის კარი დაკეტილი დახვდათ.

ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის პირადობა იპოვეს [Video]

ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის პირადობა იპოვეს [Video]

შეგახსენებთ, რომ ენმ–ს ოფისზე თავდასხმა დღეს, 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიოული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმა დაესხნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა და იგი ამ წუთებში თბილისში გადაჰყავთ. სამს კი, როგორც ექიმები აცხადებენ სახის დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარტუნ მკოიანი: ‘ჯიბე ჩამომახიეს და პირადობა ‘ნაციონალების’ ოფისთან გადმომივარდა’
ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს
ნიკა მელია:არჩევნებზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით
აშოტ რაისიანი: ‘45–მდე აქტივისტი დაგვესხა თავს, პარტიას აგინებდნენ’