FM97.5 / LIVE

ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 30.10.2018
‘ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა, მარტუნ მკოიანი ამბობს, რომ მას ენმ–ს წარმომადგენლებისთვის იმ ვიდეოს ჩვენება სურდა, რომელშიც ჩანს თუ როგორ ხევენ მათი აქტივსიტები ზურაბიშვილის პლაკატებს. მისი თქმით, დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა.

ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]

ენზელ მკოანის ძმის მარტუნ მკოიანის თქმით, გუშინ 02:20 საათზე მის ოთხ ბენზინგასამართ სადგურზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ და სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხიეს: „თან იგინებოდნენ ვინც ამას მისცეს ხმაო. ეს ჩვენმა ვიდეო თვალმა გადაიღო. მერე ეს ჩანაწერები ამოვიღეთ და მივიტანეთ „ნაციონალების“ ოფისში, გვინდოდა გვეჩვენებინა რაც გააკეთეს. რომ მივედით რაისიანს ვკითხე, ეს შენ გააკეთე–თქო და კიო მითხრა და დამარტყა. იმათმა ვინც ჩემთან ერთად იყვნენ, ეს რომ დაინახეს გაბრაზდნენ და რაისიანისკენ წავიდნენ. მერე უკვე ვინ ვის ურტყამდა აღარ ვიცი“.

მარტუნ მკოიანი ამბობს, რომ მას თან ახლდა ენზელ მკოიანის უფროსი შვილი კარუშიკ მკოიანიც.





ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]
მარტუნ მკოიანი


„ნაციონალური მოძრაობის“ ახლაქალაქის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მან ამ პლაკატების შესახებ არაფერი იცის.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ს ოფისზე თავდასხმა დღეს, 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიოული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმა დაესხნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა და იგი ამ წუთებში თბილისში გადაჰყავთ. სამს კი, როგორც ექიმები აცხადებენ სახის დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენზელ მკოიანი: ‘ჩხუბში მონაწილეობა მე არ მიმიღია, იქ ჩემი ძმა და შვილი იყვნენ’
აშოტ რაისიანი: ‘45–მდე აქტივისტი დაგვესხა თავს, პარტიას აგინებდნენ’
ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის პირადობა იპოვეს [Video]
ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს
ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
‘ამას ჰქვია ქურდული ოცნება’ – გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში მომხდარზე [Video]