FM97.5 / LIVE

შს მინისტრი: ახალქალაქის ინციდენტში მონაწილეებს ბრალი დღეს წარედგინებათ

მთავარისიახლე, სამართალი 02.11.2018
ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბრალი შესაძლოა ორივე მხარეს წარედგინოს. ამის შესახებ, დღეს, 2 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.

შს მინისტრი: ახალქალაქის ინციდენტში მონაწილეებს ბრალი დღეს წარედგინებათ

შს მინისტრის თქმით, ახალქალაქში მომხდართან დაკავშირებით, დაზარალებული მხარე გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა, თუმცა პრობლემა მოგვარებულია და ინციდენტში მონაწილე მხარეებს ბრალი დღეს წარედგინებათ.

"თუ არ ვცდები, ბრალი ორივე მხარეს უნდა წარედგინოს, თუმცა ეს ყველაფერი დღეს აუცილებლად მოხდება. ამ მომენტში, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვისი ბრალია. პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ძალადობა უნდა მოხდეს ადამიანზე, თუმცა არც პროვოკაციაა სასურველი და სახარბიელო", – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ს ოფისზე თავდასხმა 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და "ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა: აშოტ რაისიანი, აბრაამ აბრაამიანი, ტიგრან აბრაამიანი და მიშა აგაბაბიანი. ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძიებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქიდან თბილისში მეოთხე დაშავებულიც გადაიყვანეს
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს
‘ოთხი დაშავებულიდან სამს თბილისში გადაყვანა არ სჭირდებოდა’ – ახალქალაქის საავადმყოფო
ენზელ მკოიანი: ‘ჩხუბში მონაწილეობა მე არ მიმიღია, იქ ჩემი ძმა და შვილი იყვნენ’
ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის პირადობა იპოვეს [Video]