FM97.5 / LIVE

‘ამას ჰქვია ქურდული ოცნება’ – გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში მომხდარზე [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.10.2018
ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში დაშავებულების მონახულების შემდეგ ენმ–ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ შსს–ს საქმის გამოძიებისკენ, მის მხარდამჭერებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდა.

‘ამას ჰქვია ქურდული ოცნება’ – გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში მომხდარზე [Video]

შეიარაღებული ბანდები ვიცოდით ორი ფარცხალაძის და სუბალიანის, აღმოჩნდა რომ არსებობს ენზელ მკოიანის შეიარაღებული ბანდაც. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ბევრი შეიარაღებული ბანდა. სამართალდამცავი ორგანოები რას აკეთებენ აბსოლუტურად გაუგებარია. სისხლის სამართლის საქმე არის აღძრულიო, რატომ არავინ არ არის დაკავებული, თქვენ გგონიათ სამართალდამცავებმა არ იციან ვინ არის დამნაშავე?!“ – კითხულობს ვაშაძე.

იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს: „კასპი, მარნეული და ახლა უკვე ახალქალაქი, ეს არის მესამე მძიმე შემთხვევა ორი დღის განმავლობაში. აუცილებლად გაგრძელდება ასეთი პროვოკაციები. ჯერ ერთი ცდილობენ ჩვენი წევრები და აქტივისტების დაშინებას, მეორეც აქვთ იმედი იმისი, რომ ჩვენ ჩავებმებით ამ პროვოკაციებში. ჩვენ არავითარ პროვოკაციებში არჩავებმებით, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მხარდამჭერებს, გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტიის წევრს, წყნარად მშვიდად შევხვდეთ მომხდარს. ამას ქვია ქურდული ოცნება და მოქმედებენ მხოლოდ ქურდული მეთდებით. ჩვენ კანონდმებლობის დაცვით კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლებით, როგორც პირველ ტურში დავამარცხეთ, ისევ დავამარცხებთ მეორე ტურში“.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი, წინა ღამით, "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის ბენზინგასამართ სადგურებზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევა გახდა, რაც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

გრიგოლ ვაშაძემ ამას ზღაპარი უწოდა: "რაისიანი დადიოდა ბენზინგასამართ სადგურებზე და პლაკატებს ხევდა და ხალხს შეურაცხყოფას აყენებდა?! ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, რა ზღაპრებს მელაპარაკებით?!



საავადმყოფოდან გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ოფისში წავიდა. აქ მან შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და ამ წუთებში მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ს ოფისზე თავდასხმა დღეს, 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიოული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმა დაესხნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა და იგი ამ წუთებში თბილისში გადაჰყავთ. სამს კი, როგორც ექიმები აცხადებენ სახის დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქვეყანაში დაპირისპირების დაწყების მცდელობაა', – ვაშაძე ახალქალაქში ჩავიდა
‘ჩვენ რევანშისთვის არ მოვდივართ’ – ვაშაძე სამოქალაქო ომის დაწყებაზე ფოფხაძეს პასუხობს
ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]
ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს
ნიკა მელია:არჩევნებზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით