FM97.5 / LIVE

აშოტ რაისიანი: ‘45–მდე აქტივისტი დაგვესხა თავს, პარტიას აგინებდნენ’

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 30.10.2018
ენმ–ს ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მათ ოფისში თავს 45–მდე ადამიანი დაესხა. შემთხვევის შედეგად ექვსი მათგანი დაშავდა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანა, მხოლოდ ოთხს დასჭრიდა.

აშოტ რაისიანი: ‘45–მდე აქტივისტი დაგვესხა თავს, პარტიას აგინებდნენ’

აშოტ რაისინია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ოფისში გინებით მიიჭრნენ, ამ დროს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ რვა წარმომადგენელი იმყოფებოდა, მათ შორის ექვსი სცემეს, ოთხს კი ისეთ დაზიანებები მიაყენეს, რომ საავადყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.

„მაგინებდნენ მე, პარტიას. მათ შორის ერთ–ერთი „ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა მარტუნ მკოანი იყო“, – გვიყვება რაისინია.

როგორც მისი თანაგუნდელი სირაბიკ კაროიანი ამბობს, თავდამსხმელებს შორის იყო ენძელ მკოიანის უფროსი შვილი კარუშიკ მკოიანი: „ბევრი მანქანა და ხალხი იყო, მე რომ მივედი აშოტა ძირზე ეგდო სისხლიანი და ნაცემი“.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ახალქალაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ იციან.

ახალქალაქში „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნაირი ირიციანი ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი წინა დღეს, ქალაქში ენმ–ს წევრების მიერ ზურაბიშვილის ჩამოხეული პლაკატები გახდა.

„მაგაზე არაფერი ვიცი, ეგეც რომ ყოფილიყო, ასეთი რამ უნდა მომხდარიყო?!" – კითხულობს აშოტ რაისიანი.

„ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ: „უფროსი აქ არა არის, ჩვენ მის გარეშე ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრეს მმართელი გუნდის მხარდამჭერებმა.


ახალქალაქში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმა დღეს, 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიოული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმა დაესხნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა და იგი ამ წუთებში თბილისში გადაჰყავთ. სამს კი, როგორც ექიმები აცხადებენ სახის დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიყენებული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში
ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]
ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს
ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
ახალქალაქში ენმ–ს ოფისთან ენზელ მკოიანის ძმის პირადობა იპოვეს [Video]
ნიკა მელია:არჩევნებზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით