FM97.5 / LIVE

ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 24.10.2018
პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან, ახალციხეში, ამომრჩევლებთან შეხვედრები მხოლოდ სამმა გამართა. სამი პარტიის ოფისი ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტში და ქუჩებში გამოკრულიც მხოლოდ სამი პრეზიდენტობის კანდიდატის სააგიტაციო მასალაა.

ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]

ახალციხეში „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ოფისები ფუნქციონირებს. შესაბამისად, მხოლოდ მათი საპრეზიდენტო კანდიდატები იყვნენ ქალაქსა და მიმდებარე სოფლებშიც საკუთარი პროგრამების გასაცნობად ადგილობრივებთან.

„25 კანდიდატია და სამი ჩამოვიდა ჩვენს რაიონამდე, დანარჩენმა 22–მა კაცმა არ იცის სად არის სამცხე–ჯავახეთი, მარა აქ რას ჩამოვლენ, იციან, რომ მაინც ვერ გაიმარჯვებენ“, – ამბობს ვალეში მცხოვრები აღაშაკ სუკასიანი.

ვალეში ბევრს არჩევნებზე საუბარი არ სურს: „ის მკითხე როგორი მოსავალი მაქვს, როგორ გამაქვს თავი რომ ვიარსებო, რაში მაინტერესებს არჩევნები, ისიც კი არ ვიცი როდისაა“.

ადგილობრივი გოდერძი გოგოლაძე დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს: „სალომე გახდება პრეზიდენტი აბა სხვა ვინ, ხელისუფლებამ წარადგინა და იმიტომ, თან მაგას ბევრი ფული აქვს“.

საქართველოს პრეზიდენტი რომ ქალი გახდება, ამაზე საუბრობენ სოფელ ივლიტაშიც: „ზურაბიშვილმა ჯერ თქვა საქართველომ დაიწყო ომიო, მერე გადათქვა,ვერ გაიგებ ხან აქეთ არის, ხან იქით და ასე არ შეიძლება, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, მაგრამ მაინც მივცეთ შანსი როგორც ქალს. ვფიქრობ, რომ სალომეს აირჩევენ და მეც მას ვუჭერ მხარს“.



ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდია. მნიშვნელოვან დარღვევებს რომ ადგილი არ ჰქონია, ამაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც საუბრობენ.

ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]

„გაყალბებისთვის ემზადება მმართველი გუდნი, მთელი საოლქო კომისია „ოცნების“ კოორდინატორების ზედამხედველობის ქვეშ არის. გარდა ამისა, ისინი დადიან კარდაკარ, რომ დააშინონ ხალხი და არ მივიდნენ არჩევნებზე, რადგან იციან, რომ მათ მხარს არ დაუჭერენ“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი ახალციხეში ირაკლი ბარძიმაძე.

ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]

არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე: „დაიწყეს უკვე მიგზავნა ადგილობრივებთან ახლობლების და ნათესავების, რომ თავი შარში არ ჩაიგდონ და მხარი ოპოზიციურ კანდიდატს არ დაუჭირონ. ძალიან ხშირად იყო პლაკატების დაზიანების ფაქტები. რაღაც უცნაურ პლაკატებს აკრავდნენ ზემოდან დავით ბაქრაძის სააგიტაციო მასალებს“.

ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]

სააგიტაციო მასალის ქუჩებში დარღვევით განთავსებაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე: „გარდა მაგისა, გზის ნაპირზე საღებავით ხუთიანებს აწერენ, რაც ხალხისთვის გამაღიზიანებელია. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ წინა საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ვხვდებით მოსახლეობას და ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს“.

ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]

ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ოთხ დღეში 28 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იღებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
‘ზურაბიშვილს იმიტომ აირჩევენ, რომ ‘ოცნება’ უჭერს მხარს’ – შეფასებები ახალციხიდან
‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’  – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [PhotoVideo]
‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
ასპინძა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე [Photo/Video]
‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები მეორე ტურის შემდეგ