FM97.5 / LIVE

‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’ – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [Photo\Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 26.10.2018
ბორჯომში ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს. „ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიას კანონის სრული დაცვით აწარმოებენ. როგორია ბორჯომში წინასაარევნო გარემო და რა განწყობებია მოსახლეობაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’  – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [PhotoVideo]

ბორჯომში, ისევე, როგორც სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის მხოლოდ სამი კანდიდატი აქტიურობს. როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში „ნაციოანალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გროგოლ ვაშაძის, „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის და „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის პლაკატებია გაკრული. მოსახლეობასთან შეხვედრებსაც ამ სამი საპრეზიდენტო კანდიდატის აქტივისტები მართავენ.

ბორჯომელი რუსუდან ბედიაშვილი ამბობს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით წელს მუნიციპალიტეტში სიმშვიდეა: „ნორმალური საარჩევნო გარემოა. ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს. მე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა მომწონს. მომწონს მისი გეგმები საგარეო ურთიერთობის კუთხით“.

არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატის პროგამას არ იცნობს პენსიონერი ნაზი დემეტრაძე. იგი იფქრობს, რომ არჩევნებში ის გაიმარჯევებს, ვისაც მხარს მმართველი გუნდი უჭერს: „პრეზიდენტიც არჩეულია და მისი მოდგილეებიც. სალომე იქნებაო ყველა ამბობს. ჩვენ ვინ გვეკითხება რამეს უბრალო ნამცეცი ვართ უპატრონო ქვეყანაში“.

დავით ბაქრაძის მხარდამჭერია და მისი საარჩევნო პროგრამაც მოსწონს გულნარა ხითარიშვილს: „ ბაქრაძე მომწონს, სალომე არა, ეგ ვერ გაართმევს თავს ქვეყნის მართვას“.

ნუნუ ხაჩიძე ამბობს, რომ 28 ოქტომბერს არჩევნებზე ოჯახთან ერთად მივა: „მე მხარს სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ“.
ზურაბიშვილის მხარდამჭერია ბორჯომელი ვალერი გოგოლაძეც: „ვიცი რომ გაიმარჯვებს და ვნახოთ რას გააკეთებს. მე იმ კანდიდატს ვემხრობი, რომელიც მთავრობას უნდა“.



პარტიები


ბორჯომში არათანაბარ საარჩევნო გარემოსა და თვითმმართველობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ბაკურ გელაშვილი: „სიპ–ების და ააიპ–ების თანმაშრომლები აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში. საარჩევნო ადმინისტრაციებშიც ბევრია პედაგოგი, ასევე, ააიპ–ების და სიპ–ების თანამშრომლები. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილს პლაკატებს სადაც აკრავენ ჩვენი კანდიდატისას ანადგურებენ იქ“.

‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’  – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [PhotoVideo]

გელაშვილის თქმით, „ოცნების“ აქტივისტები სოფლებში დადიან და ამომრჩევლებს ხმის სანაცვლოდ უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფას პირდებიან: „ბორჯომის მერია სოციალური პროგრამით, იმ მოქალაქეებს ეხმარება, ვისაც ერთი ღამე მაინც აქვს სტაციონარში გათენებული. ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას უფინანსებენ. ახლა დადიან „ოცნების“ აქტივისტები და მოქალაქეებს ეუბნებიან ფორმა–100 მოგვეცით და უფასო წამლებს მოგცემთო. წინასაარჩევნოდ ბევრი წამალი გასცეს უფასოდ. ვაპირებთ მერიიდან ეს ინფორმაცია გამოვითხოვოთ და საჯარო გავხადო“.

‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’  – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [PhotoVideo]

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს დავით ბაქრაძის შტაბის წარმომადგენელი ბორჯომში ბაქარ შირაძეც: „სოფელ–სოფელ დავდივართ და მოსახლეობას ვხვდებით. შეიძლება ერთ სოფელში სამჯერაც ავიდეთ. ამ არჩევნებზე ხელისშემშლელი ფაქტორები არ მქონია, სხვაგან არ ვიცი რა ხდება. მარტო პლაკატებს ხევენ. წელს უფრო გაზრდილია ჩვენი მხარდამჭერების სია, მომატებულია ჩვენი პარტიის მიმართ სიმპათიები“.

‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’  – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [PhotoVideo]

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბორჯომში, გიორგი ფერაძე ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს: „მშვიდი და სტაბილური გარემოა. სალომე უალტერნატივო კანდიდატია“.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას „ოცნების“ წარმომადგენელი ამბობს, რომ: „თანამშრომლები, რომლებზეც ოპონენტები საუბრობენ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ და შვებულებებში არიან. რაც შეეხება მედიკამენტების დარიგებას ეს სიცრუეა, ჩვენ სოციალურ პროგრამებს ვაცნობთ, ვეუბნებით როგორ შეიძლება ისარგებლონ და მიიღონ დახმარება“.

‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’  – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [PhotoVideo]

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე–ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილის აგიტაცია, ბორჯომში,  N8 ლიკანის საარჩევნო უბანზე
ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]
‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]
ზურაბიშვილის შტაბები ‘ოცნების’ ოფისებში – 'ამით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს'
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე სასამართლო 30 ოქტომბერს გაიმართება
ასპინძა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე [Photo/Video]
'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს