FM97.5 / LIVE

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები მეორე ტურის შემდეგ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.11.2018
სამცხე–ჯავახეთში პოლიტიკური პარტიები კენჭისყრის დღეს აფასებენ. ოპოზიცია გაყალბებასა და ზეწოლებზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები მეორე ტურის შემდეგ

სამცხე–ჯავახეთში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება მოსახლეობის დაშინებისა და მოსყიდვის შედეგად მოიპოვა.

„ეს ქვეყანა ხახვის ფუჩეჩით არის დაფარული, ამიტომ ჩვენ გვყვავს კარტოფილით და ხახვით მოყვანილი პრეზიდენტი. ეს ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო, ეს არ იყო არჩევნები“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაკურ გელაშვილი.

მის პოზიციას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ახალციხეში ირაკლი ბარძიმაძე: „საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა და შესაბამისად შედეგებიც არ არსებობს. ისეთი ტერორი განახორციელა „ოცნებამ“, რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას შეშურდებოდა. ყველაგან აყალბებდნენ, ამიტომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტი არ ჰყავს“.

მისივე თქმით, მმართველმა პრარტიამ ისეთ უბნებზე გაზარდა სპეცსიების რაოდენობა, სადაც არჩევნებს აგებდა: „N28 ახალციხის უბანზე პირველ ტურზე თუ მოვიგეთ, ახლა 26 ხმით წავაგეთ, რადგან შსს–ს თანამშრომლები შეიყვანეს სიაში“.

„უბნებს გარეთ გაყალბებულ არჩევნებზე“ საუბრობს ასპინძაში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ მოსიძე: „ასპინძაში უბნებზე არაფერი ხდებოდა, თუმცა მთავარი გარეთ იყო, მანქანებით მიჰყავდათ ამომრჩეველი, თანხებს ურიგებდნენ და აშინებდნენ. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, ზურაბიშვილს გამარჯვების შანსი არ ჰქონდა“.

„ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახალქალაქსა და ადიგენში: „ახალქალაქში ერთი ხმისთვის 300 ლარს იძლეოდნენ. მერია საკრებულო და ყველა ორგანო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა. რაც ახალქალაქში ხდებოდა ამას არაფერი საერთო არ აქვს არჩევნებთან“, – ამბობს ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პოზიციას იზიარებენ რეგიონში „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერდნენ.

„ეს შედეგი არ ასახავს იმ რეალობას, რაც ხალხშია. ყველამ კარგად იცის რა გზებით მოიპოვა გამარჯვება მმართველმა ძალამ, ამიტომ რას ზეიმობენ ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.

ადიგენში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხირდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიმონ პარუნაშვილი: „არჩევნებმა ჩაიარა დიდი ზეწოლებისა და მოქრთამვის ფონზე. არჩევნების დღეს დილით მანქანის საბურავებიც კი დამიჭრეს“.

„ახალქლაქში ორ უბანზე მოიგო გაერთიანებულმა ოპოზიციამ, დანარჩენებში კარტოფილმა, ფულმა და დაშინებამ გაიმარჯვა“, – აცხადებს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არსენ კარაპეტიანი.

ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, დარღვევების გარეშე და თუ რამე დაფიქსირდა ისიც ძალიან უმნიშვნელო. სალომე ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება, რადგან ის ძალიან კარგი პოლიტიკოსია“, – ამბობს ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი.

„ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე აცხადებს, რომ არჩენვებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან იყო პროვოკაციების მცდელობა, სურდათ, რომ საარჩევნო პროცესები ჩაეშალათ, თუმცა არ გამოუვიდათ“.

„იმდენად მშვიდი იყო საარჩევნო პროცესები, რომ არცერთი საჩივარი არ დაწერილა ასპინძაში, რამე რომ ყოფილიყო, არ მოერიდებოდათ, წერა–კითხვა მათი მოგონილია. სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება ყველა უბანზე ობიექტურად მოიპოვა“, – ამბობს „ქართული ოცნების“ ასპინძის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძე.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართა. მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სამცხე–ჯავახეთში ყველა საარჩევნო ოლქი მოიგო. საერთო ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით ხმების 59,52% მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 40,48 % კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთი მეორე ტურამდე – რის შეცვლას გეგმავენ პარტიები
საკმარისი იქნება თუ არა ‘ევროპელების' მხარდაჭერა სამცხე–ჯავახეთში ვაშაძის გამარჯვებისთვის
უბნების დათვლის პროცესი დასრულდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია
‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
სამცხე–ჯავახეთის სამ ოლქში ენმ–ს წევრებმა შემაჯამებელ ოქმებს ხელი არ მოაწერეს
ახალქალაქში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო
სამცხე–ჯავახეთში, მეორე ტურში, ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი უბანი ახალციხეში წააგო