FM97.5 / LIVE

‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 10.10.2018
18 დღეში საქართველო მეშვიდედ აირჩევს პრეზიდენტს. როგორია წინასაარჩევნო გარემო ადიგენში, რომელი პოლიტიკური პარტიები აქტიურობენ, რა განწყობა აქვთ ადგილობრივებს და რა დარღვევებზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიები.

‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]

ადიგენში დიდად არ შეიმჩნევა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტია დარჩენილი. აქ, დაბაშიც და სოფლებშიც, მხოლოდ პრეზიდენტობის სამი კანდიდატის პლაკატებს თუ შეხვდებით და ისიც ალაგ-ალაგ. საარჩევნო შტაბიც მხოლოდ სამია.

გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, ადიგენის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობითაა“ წარმოდგენილი. იქვეა „ევროპული საქართველოც“, მის გვერდით კი, „ქართული ოცნების“ ყოფილ ოფისში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბია.

საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ აქ მშვიდი გარემოა და მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა, თუმცა ოპოზიცია პლაკატების ჩამოხევასა და ამომრჩევლებზე ხელისუფლების გავლენაზე საუბრობს.

‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]
"ნაციონალური მოძრაობის" შტაბი ადიგენში


„შიში აქვს ხალხს, რომ მივდივართ შეხვედრებზე არ გვეკონტაქტებიან და ამბობენ, რომ შვილები დასაქმებული ჰყავთ და სამსახურებიდან გამოუგდებენ. არის ხოლმე მცდელობები ჩვენი პალკატების ჩამოხევისაც, მიუხედვად ყველაფრისა წინასწარ გეტყვთ რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მხარდაჭერა დიდი აქვს“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ოგანეზიანი.

‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]
"ევროპული საქართველოს" შტაბი ადიგენში


პლაკატების ჩამოხევაზე ან სხვა კანდიდატების გადაკვრაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სიმონ პარუნაშვილი: „მცირე ექცესები მაინც იყო, საუბნო კომისიის არჩევნების დროს იყო ხარვეზები, რაზეც საჩივრები დავწერეთ, თუმცა ახლა სერიოზული აღარაფერია და ვფიქრობთ, რომ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები“.

‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]
სალომე ზურაბიშვილის შტაბი ადიგენში


მოსახლეობასთან შეხვედრებით არიან დაკავებულები, დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბის წევრებიც.
„ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს. მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა. ჯერ ყველა სოფელში არ ვყოფილვართ, თუმცა აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განვაგრძობთ. კანდიდატი კიდევ ჩამოვა თუ არა ადიგენში, ეს ჯერ არ ვიცით“, – გვეუბნება სალომე ზურაბიშვილის შტაბის წარმომადგენელი იმედა სირბილაძე.

სამივე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატები, დავით ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძეც უკვე შეხვდნენ ადიგენის ამომრჩეველს. აქედან ორმა, ვაშაძემ და ბაქრაძემ შეხვედრები სოფელ უდეშიც გამართეს.

ყველა პოლიტიკური ძალა დარწმუნებულია, რომ ადგილობრივების უპირობო არჩევანი, სწორედ მისი კანდიდატი იქნება.

მოსახლეობის შეფასება კი არაერთგავროვანია - ნაწილი მხარს მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს უჭერს, სწორედ იმიტომ, რომ მართველი გუნდის რჩეულია, ნაწილს სხვა კანდიდატებიც მოსწონს, ნაწილი კი საკუთარ არჩევანზე არ საუბრობს.

„სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მეტი პერსპექტივა იმიტომ აქვს, რომ გამოცდილებაც დიდი აქვს. ვფიქრობ, რომ თავის ამ უპირატესობას მოახმარს საქართველოს“, – გვეუბნება სოფელ მოხეს მკვიდრი მამუკა ვაშაყმაძე.

„სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობას არჩევნებზე და კანდიდატებზე აზრის გამოთქმა საერთოდ არ სურს და კომენტარისაგანაც თავს იკავებს.

„უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი, ეგ თქვენც იცით და მეც, ჩვენ ვინ გვეკითხება საერთოდ“,– მოკლედ გვპასუხობს აბასთუმნის მკვიდრი ელმირა ალიევა.



„სამხრეთის კარიბჭემ“, დაბის გარდა, ადიგენის ხუთი სოფელიც მოიარა. ყველაზე მეტი პლაკატი სოფლებში, არალსა და უდეშია. ყველაზე მეტგან გრიგოლ ვაშაძის ფოტოებს შეხვდებით, მათ შორის სოფლის ცენტრში, ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბიძის სახლის გარშემო. რაოდენობით შემდეგი დავით ბაქრაძის საარჩევნო მასალაა, ყველაზე ცოტა პლაკატი კი სალომე ზურაბიშვილს აქვს.

‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]
სოფელი უდე


საარჩევნო პლაკატები საერთოდ არ დაგვხვედრია მოხეში. სალომე ზურაბიშვილის ორი პლაკატი, ჩვენი იქ ყოფნისას დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელმა გამოაკრა. „სამხრეთის კარიბჭეს“ ადიგენში ყოფნის დროსვე განთავსდა სალომე ზურაბიშვილის ბანერი სოფელ არლის შესასვლელშიც.

‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]
სოფელი მოხე


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, 28 ოქტომბერს, პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა ადიგენელებს სამის გარდა, არც სხვა კანდიდატები უნახავთ და არც მათი საარჩევნო პლაკატები.

‘უკვე გადაწყვეტილია მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი’ – როგორ ხვდებიან არჩევნებს ადიგენში [Photo/Video]

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე – ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ძნელია განსაზღვრო ვინ გაიმარჯვებს’  – ბორჯომი არჩევნებამდე ორი დღით ადრე [PhotoVideo]
ადგილობრივები: ‘ადიგენში ‘ოცნების’ აქტივისტი ზურაბიშვილისთვის ხელმოწერებს აგროვებს’
ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს
ახალციხეში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება
'ქართული ოცნება' არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს
ახალციხე არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე [Photo/Video]
ახალციხეში ვანო მერაბიშვილის სახლის ღობეზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატები გააკრეს [Photo]