FM97.5 / LIVE

წიგნები, რომლებიც არავის სჭირდება

მთავარისაზოგადოება 13.07.2013
ახალქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ადგილის უქონლობის გამო, წიგნებს გროვებად, იატაკზე ინახავენ. სავალალო მდგომარეობაშია მუნიციპალიტეტის სოფლის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდებიც.

წიგნები, რომლებიც არავის სჭირდება
შენობა, რომელშიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკაა განთავსებული, ძალიან პატარაა. ბიბლიოთეკას ადგილი არ ჰყოფნის, რომ წიგნადი ფონდი თაროებზე განათავსოს. ბიბლიოთეკაში თითოეული წიგნი რამდენიმე ეგზემპლარადაა, თუმცა თაროებზე მხოლოდ თითო ეგზემპლარი დევს. დანარჩენი წიგნები გროვებად შეკრული იატაკზე ალაგია. ასეა უკვე მრავალი წელია და გამორიცხული არაა, რომ ბევრი წიგნი უკვე გაფუჭებული იყოს. გარდა ამისა, გაზაფხულის წვიმებისას თითქმის ყოველთვის წიგნებს ჭერიდან წყალი ესხმება, შენობა ნესტიანია, ფანჯრები არ იღება და დარბაზი ვერ ნიავდება. ნესტისგან მთელი იატაკი, სადაც წიგნები აწყვია, დაზიანებულია. ზამთარში შენობა საერთოდ არ თბება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი თეკლე ვახტანგიშვილი ფიქრობს, რომ შეკრული წიგნები შეიძლება გაფუჭდეს, თუმცა გამოსავალი არ აქვთ: „ადგილი თუ არ გვაქვს, რა ვქნათ. ამდენი წიგნის თაროებზე დალაგება არ შეგვიძლია. თითო წიგნი 10 ეგზემპლარად გვაქვს. ამ ყველაფრის თაროებზე გადასანაწილებლად ადგილი არ არის, ამიტომაც ერთად შეკრულს ვინახავთ. მუნიციპალიტეტს, რაც შეეძლო, დაგვეხმარა. გვეუბნებიან, იპოვეთ შენობა და მოგცემთო. გვთავაზობდნენ შენობას ქალაქგარეთ, მაგრამ ბიბლიოთეკა ქალაქის ცენტრში უნდა იყოს, რათა მისით სარგებლობა ყველამ შეძლოს, ყველა მცხოვრებლისთვის მოსახერხებელი იყოს“.

ასევე ცუდ მდგომარეობაშია უმოქმედო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდები. ოდესღაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 89 ბიბლიოთეკა მუშაობდა, დღეს კი მხოლოდ 17 მათგანი ფუნქციონირებს. აქედან 14 ბიბლიოთეკა სომხურ სოფლებშია, სამი კი ქართულში. წიგნები შენობებშია ჩაკეტილი და წლებია, ყურადღებას არავინ აქცევს.

თეკლე ვახტანგიშვილის თქმით, მათ არ აქვთ შენობა, რომ ეს წიგნები ახალქალაქში ჩამოიტანონ, რადგან სათანადოდ საკუთარ წიგნებსაც ვერ უვლიან: „გარკვეული ხნის წინ გამგებელმა, ნაირი ირიციანმა, კულტურის სამინისტროს წერილი მისწერა, რომ ამ ფონდის სოფლის სკოლებში გადანაწილების უფლება მოეცათ. თუმცა წიგნებისთვის ადგილი და პირობები სკოლებშიც არ არის. თავიანთი წიგნებისთვის არ ყოფნით ადგილი, ამათ როგორღა გადაანაწილებენ“.

წიგნადი ფონდი სოფლის სკოლას მხოლოდ სოფელ აზავრეთში გადაეცა. თუმცა თეკლე ვახტანგიშვილის თქმით, გარკვეული დროის შემდეგ სკოლის დირექტორს ფინანსების უკმარისობის გამო წიგნების უკან დაბრუნება უნდოდა.

სოფელ აზავრეთის გარდა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში წიგნადი ფონდები ბიბლიოთეკის თანამშრომელთა სახლებშია გაბნეული. ბიბლიოთეკის ზოგმა ყოფილმა თანამშრომელმა ფონდების სკოლებისთვის გადაცემის სურვილი გამოთქვა. თუმცა სკოლების დირექტორები თავიდან თანხმდებოდნენ, საქმე მაინც შეთანხმების დონეზე იყინებოდა და წიგნები არავის მიჰქონდა.

მოქმედი ბიბლიოთეკების წიგნები ფუჭდება, რომ არაფერი ვთქვათ წლობით დახურულ, ნესტიან ოთახებში დაყრილ წიგნებზე. ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის თქმით, მათ არ აქვთ უფლება ვინმეს წიგნების წაღება აიძულონ.

ამ ეტაპზე ცენტრალურ ბიბლიოთეკას 169 მკითხველი ჰყავს. ძირითადი კონტინგენტი ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისგან და სკოლის მოსწავლეებისგან შედგება. ბიბლიოთეკაში წიგნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა კლასიფიცირებული.

ბიბლიოთეკას, ამ ყველაფერთან ერთად, სჭირდება სპეციალიზებული წიგნები, რომელთაც სტუდენტები ყველაზე ხშირად კითხულობენ. ბოლოს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ახალი წიგნებით შარშან შეივსო, თუმცა ყველა დარგის ლიტერატურა არ მიღიათ. ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად ფინანსები არ აქვს, ამიტომ, დირექტორი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მათთვის 100 დასახელების წიგნის ყიდვას სთხოვს, თუმცა ეს საქმე ჯერ მოლაპარაკებების დონეზეა.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სხვილისის ბიბლიოთეკის წიგნებს  ადგილი გამოუძებნეს
ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ
რატომ ფუჭდება წიგნები ბოლაჯურის ბიბლიოთეკაში?
ახალციხის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატა
აწყურის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატება
სხვილისის გამოკეტილ ბიბლიოთეკაში წიგნებს წვავენ?
ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა