FM97.5 / LIVE

ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 22.10.2018
ახალციხეში სტუდენტები ამბობენ, რომ დილის საათებში საქალაქო ტრანსპორტით მოძრაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ. ახალგაზრდები ტრანსპორტის დამატებას დილის საათებში, საბარგო სადგურზე მცხოვრებლები კი მათ დასახლებაში სამარშრუტო ტაქსის დანიშვნას ითხოვენ.

ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]

ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში ორი შიდა სამარშრუტო ტაქსი 08:30–საათიდან 18:00–საათამდე, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ სადგურიდან უნივერსიტეტის და საავადმყოფოს მიმართულებით დადის. დილის საათებში მგზავრების სიმრავლის გამო, ორ სამარშრუტო ტაქსს ავტობუსიც ემატება. მიუხედავად ამისა, მგზავრები ამბობენ, რომ ადგილები საკმარისი არ არის.

„საშინელი ჭყლეტვაა, ყოფილა შემთხვევები, რომ მარშუტკაში ვერ ავსულვარ და ფეხით წავსულვარ “, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ფიქრია ზედგინიძე.

დილით სასწავლებლამდე შორი გზის მიუხედავად ფეხით წასვლას ამჯობინებს სტუდენტი ნატო დიასამიძე: „დილით სწავლა რომ იწყება და ხალხიც სამსახურებში მიდის ამ დროს მგზავრი გაცილებით მეტია, ვიდრე მარშუტკებშია ადგილი. თან სისუფთავეც არაა დაცული, ამიტომ მირჩევნია უნივერსიტეტში ფეხით წავიდე“.

მგზავრები ამბობენ, რომ ტრანსპორტში სიბინძურეა: „ხშირად მირჩევნია ფეხზე ვიდგე, სკამი ისეთი ბინძურია, ამოსვლაც არ მინდა–ხოლმე, მაგრამ სხვა რა გზაა?!“ – ამბობს ნანა ზედგინიძე.



მოქალაქეები ტრასპორტის დანიშვნას შაბათ–კვირასაც ითხოვენ. სამარშრუტო ტაქსი შაბათს მხოლოდ ერთხელ, დილის 09:00 საათზე გადის. შესაბამისად, ის ვინც შაბათ–კვირას მუშაობს, გადაადგილება ფეხით უწევს.

საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ საბარგო სადგურზე მცხოვრებლებიც. ადგილობრივები ამ საკითხს ორი წლის წინ, ქალაქის ყოფილ მერთან ვლადიმერ ზედგინიძესთან აყენებდნენ.

„იმის მერე იმხელა დრო გავიდა და ქალაქამდე რომ გავიდეთ, ისევ, აწყურიდან, ან კლდიდან მომავალ ავტობუსებს ველოდებით. იქაც გვეჩხუბებიან–ხოლმე, სოფელში ვინც მიდის იმათი ადგილი არაა და თქვენ ნუ ამოდიხართო“, – ამბობს საბარგო სადგურზე მცხოვრები მარი სარქისიანი.

ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეების გადაყვანას შპს "ჯეოტივი“ უზრუნველყოფს. თუმცა, კომპანიას ახალციხის მერიასთან აქვს დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თივთმმართველობა მოქალაქეების მგზავრობის ღირებულების ნახევარს ფარავს. წლის განმავლობაში ამისთვის ბიუჯეტიდან 22 ათასი ლარი იხარჯება.

„დილის საათებში სამი მარშუტკა დადის, თუ ხაზები გადატვირთულია და არაა საკმარისი, მითხრას ვინმემ და დავამატებთ, რა პრობლემაა?! რაც შეეხება დაბინძურებულ ტრანსპორტს, ეს მძღოლის პასუხისმგებლობაა“ – გვითხრა "ჯეოტივის“ დირექტორმა ნუგზარ მამუკაშვილმა.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ საქალაქო ტრანსპორტს საბარგო სადგურზე გზის მშენებლობის დასრულებისთანავე დანიშნავენ. რაც შეეხება ქალაქის სხვა უბნებისთვის საქალაქოს გამოყოფას ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს: „საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებას სპეციალური ლიცენზია, ან სხვა რეგულაციები არ სჭირდება. მოქალაქეებს თვითონ შეუძლიათ მარშრუტის განხორციელება ბიზნესად აქციონ, ასე მოსახლეობასაც მოემსახურონ და საკუთარ ოჯახებსაც“.

შეკითხვაზე, შევა თუ არა წილობრივ დაფინანსებაში თვითმმართველობა ადგილობრივების მიერ დანიშნულ რეისებშიც მელიქიძემ გვიპასუხა: „ასე ვერ გეტყვით, გააჩნია ვინ იქნება, რა პირობები ექნება და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ“.

ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში
ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი არც მომავალ წელს დაემატება
ღრელში მცხოვრებლები ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
კლინიკა „იმედში“ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვენ
საბარგო სადგურზე  კორპუსების  სახურავების შეკეთებას ითხოვენ