FM97.5 / LIVE

კლინიკა „იმედში“ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 26.11.2015
ერთი წელია კლინიკა „იმედის“ მედპერსონალი კლინიკამდე მისავლელი გზის მოასფალტებას ითხოვს,თუმცა უშედეგოდ.

კლინიკა „იმედში“ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვენ
„საავადმყოფოსთან მისასვლელი გზა გამოსულია მწყობრიდან, რის გამოც სამარშრუტო ავტობუსები მგზავრებს შუა გზაში ტოვებენ, ავადმყოფებს, ფეხმძიმე ქალებს და სხვებს სიარული ფეხით უხდებათ. გთხოვთ აღნიშნული გზის მონაკვეთის შეკეთებას“,–ეს იმ წერილის ამონარიდია,რომლიც კლინიკა „იმედის“ თანამშრომლებმა ახალციხის მერს, გიორგი კოპაძეს 2014 წლის 19 აგვისტოს მიწერეს.

კლინიკაში ამბობენ, რომ მიუხედავად მათი თხოვნისა, გზა ამ დრომდე არ მოასფალტებულა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ გზის მოასფალტება ნამდვილად სურთ, თუმცა როდის ჯერ არ იციან.

“ძალიან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ვნახოთ როგორ გაიწერება მომავალი წლის ბიუჯეტი. თუ ეს ვერ დაფინანსდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, მაშინ შევეცდებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გავაკეთოთ“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

რატომ ვერ მიდიან კლინიკამდე სამარშრუტო ტაქსები, ამ საკითხთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭე“ შპს „ჯეოტივის“ ხელმძღვანელს ნუგზარ მამუკაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, რადგან გზა ავარიულია საქალაქო ტრანსპორტი კლინიკამდე ხშირად ვერ მიდის.

„ძალიან ცუდი მონაკვეთია, ძვირიანი მანქანებია, ორმოში რომ ჩაარტყან და ნაწილი გატეხონ, მთელი თვე მის შესაძენად უნდა ვიმუშაოთ. იმ შემთხვევაში , როდესაც ავტობუსში მძიმე ავადმყოფია კლინიკამდე მივდივართ. გააკეთონ გზა და ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის. მანამდე ვიდრე გაკეთდება ორმოები ხრეშით მაინც ამოავსონ შესვლა, რომ შევძლოთ. თანამშრომლების თხოვნით დილით და საღამოს მივდივართ კლინიკამდე“, – ამბობს შპს „ჯეოტივის“ ხელმძღვანელი ნუგზარ მამუკაშვილი.

შპს „ჯეოტივი“ ქალაქის მოსახლეობას 2007 წლიდან ემსახურება. კომპანიას ხელშეკრულება ახალციხის მერიასთან აქვს გაფრომებული. ქალაქში მგზავრობა 40 თეთრი ღირს, აქედან ნახევარს მგზავრი, ნახევარს კი მერია იხდის.
კლინიკა „იმედში“ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კლინიკა „იმედთან“ მისასვლელ გზას მოაასფალტებენ
ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]
ახალციხის უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის ნაწილი ავარიულია [Photo/Video]
წირელები გზის შეკეთებას ითხოვენ
მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში
წელს აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის ნაწილი მოასფალტდება
საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ