FM97.5 / LIVE

საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.12.2017
ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებას ითხოვენ;

საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

ახალციხის შემოსასვლელში მდებარე საბარგო სადგურის დასახლებას საქალაქო ავტობუსი არ ემსახურება. აქ მცხოვრებლებს ქალაქამდე მისასვლელად თბილისიდან, ან ახალციხის ხვადასხვა სოფლებიდან მომავალი ტრანსპორტის ლოდინი უხდებათ.

„საათობით უნდა იდგე და ელოდო რაღაცამ გამოიაროს, ხშირად ადგილები არ აქვთ და არც გვიჩერებენ. რა იქნება, ის ავტობუსი, რომელიც ქალაქში დადის, ყოველ საათში ერთხელ „ტავარზეც“ რომ მოვიდეს?!“ – ამბობს საბარგო სადგურზე მცხოვრები მანუშაკ გასპარიანი.
მისი მეზობლების თქმით, ტრანსპორტის გარეშე ქალაქს მოწყვეტილი არიან.

„ავტობუსი გვინდა რომ დანიშნონ აქაც. მე აწყურის ავტობუსს ველოდები ხოლმე სულ. ამ საკითხზე საუბარი ქალაქის ყოფილ მერთან ბევრჯერ გვქონდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა“, – ამბობს მარინე კუჭაძე.

ახალციხის ყოფილ მერს ვლადიმერ ზედგინიძეს საბარგო სადგურის დასახლებაში საქალაქო ტრანსპორტის შესახებ იქამდე ვესაუბრეთ, ვიდრეუფლებამოსილება შეუწყდებოდა. ზედგინიძე ამბობდა, რომ ვიდრე ქალაქს საკუთარი ავტოპარკი არ ეყოლება, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება.

„საქალაქო ტრანსპორტის მომსახურების საშუალება ქალაქს გარკვეული პერიოდი ვერ ექნება, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტით ავტოპარკის ქონის ფუფუნება ვერ მოხერხდება. ახლა ქალაქს კერძო კომპანიის ავტობუსი ემსახურება და მაშინ ისევ მას უნდა ვთხოვოთ, რომ მარშრუტში საბარგო სადგურიც ჩასვას“, – ამბობს ზედგინიძე.

საბარგო სადგურზე ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალი მერი ზაზა მელიქიძე ინფორმირებულია. მისი თქმით, იგი ადგილობრივებს ამ საკითხის გადაჭრას წინასაარჩევნოდ დაჰპირდა: „მოსახლეობას დავპირდი, რომ გაზაფხულიდან, ამ დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, საქალაქო ტრანსპორტი ივლის. ტრანსპორტის კერძო კომპანიას ჩვენ დაველაპარაკებით“.

ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტით მოსახლეობას კომპანია „ჯეოტივი“ ემსახურება. მასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წელს ქალაქის მერია 50%–იან თანადაფინანსებაში შედიოდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 ათას ლარს ურიცხავდა. რამდენი ათასი ლარით გაიზრდება თვითმმართველობიდან გამოყოფილი თანხა კერძო კომპანიისთვის, იმ შემთხვევაში თუ ის მარშრუტს გაზრდის, ჯერ უცნობია.

მელიქიძე ირწმუნება, რომ გაზაფხულიდან წინასაარჩევნოდ დადებულ დაპირებას აასრულებს: „ანალოგიური პრობლემა სხვა დასახლებებსაც აქვს, ტრასნპორტი ყველგან დაინიშნება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში – კანდიდატების გეგმები
ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]
ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი არც მომავალ წელს დაემატება
საბარგო სადგურის მცხოვრებლებს მერი ხვდება
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
ახალგაზრდები საქალაქო ტრანსპორტის შეცვლის ინიციატივით გამოდიან