FM97.5 / LIVE

ღრელში მცხოვრებლები ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 12.12.2012
რატომ უჩივის 143-კომლიანი სოფელი უტრანსპორტობას; რატომ იარა სამარშრუტო ტაქსმა მხოლოდ სამი დღე და რას ითხოვენ ადგილობრივები

ღრელში მცხოვრებლები ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში მცხოვრები ლელა გვირჯიშვილი ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის პედაგოგია. იმის გამო, რომ სოფლიდან ტრანსპორტი არ დადის, ყოველ დღე ფეხით ორი კილომეტრის გავლა უწევს და სამსახურში მისასვლელად, მინიმუმ, 45 წუთი სჭირდება. გვირჯიშვილი ამბობს, რომ ზამთრის სუსხიან დღეებში სიარული განსაკუთრებით უჭირს: ’მცირეწლოვანი ბავშვი მყავს. სოფელში ბაღი რა თქმა უნდა არ არის, შესაბამისად, ქალაქში დამყავს. მე ვუძლებ ამხელა დატვირთვას, მაგრამ წარმოიდგინეთ ოთხი წლის ბავშვისათვის როგორია ამხელა მანძილის გავლა. განსაკუთრებით, ცუდ ამინდებში’.

უტრანსპორტოპა მხოლოდ გვირჯიშვილს არ აწუხებს. სოფელში არასრული საშუალო სკოლაა, ამიტომ ბავშვების დიდი ნაწილი ქალაქის სკოლებში სწავლობს.

’ამხელა სოფელია, ტრანსპორტი როგორ არ უნდა დადიოდეს?! გაუსაძლისია ფეხით სიარული. აბიტურიენტი ვარ და რეპეტიტორთან ვემზადები. სახლში არ მივდივარ, ქალაქში ვრჩები. ამხელა მანძილს ყოველ დღე ფეხით ნამდვილად ვერ ვივლი’, - ამბობს ეკა იაძე.
უტრანსპორტობას მაწანწალა ძაღლების პრობლემაც ემატება.

’გზაზე იმდენი უპატრონო ძაღლი დადის, გვეშინია. ხშირად საღამოს მიწევს სახლში დაბრუნება, რამდენჯერმე გამომეკიდნენ კიდეც და იქვე არსებულ შენობას შევაფარე თავი’, - ამბობს სოფო ნებაძე.

რამდენიმე თვის წინ სოფლის მოსახლეობის ნაწილმა ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვა და თემის რწმუნებულს მანანა მოსიძეს გადასცა. ამის შემდეგ, ტრანსპორტი მართლაც დაინიშნა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე დღით. მოსიძის თქმით, ტრანსპორტით მოსახლეობის მცირე ნაწილი სარგებლობდა და მძღოლი საწვავის თანხასაც ვერ იღებდა.

’ხელმოწერებით მოვიდა ხალხი. მოსახლეობის 15% აწერდა ხელს. ტრანსპორტი დავნიშნეთ, მაგრამ ხალხი მაინც ფეხით მიდიოდა ქალაქში’, - ამბობს მოსიძე.

ღრელში მცხოვრებლები ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენღრელში მცხოვრებლები ამბობენ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ტრანსპორტი დადიოდა, წვიმიანი დღეები დაემთხვა და გზა გაფუჭდა. მძღოლმა სიარული სწორედ ცუდი გზის გამო შეწყვიტა.

მოსახლეობის ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ არაფერი იცოდნენ. ვიდრე სოფელში ამბავი გავრცელდა, სამარშრუტო ტაქსმა სიარულიც შეწყვიტა.

’როდესაც გავიგე, რომ ტრანსპორტი დაინიშნა, ძალიან გამიხარდა. გაჩერებაზე თითქმის ერთი საათი ველოდე, მაგრამ არ მოვიდა. გრაფიკიც გაუგებარი იყო’, - ამბობს ნათია მურვანიძე.

თამარ იაძეც მათ შორისა, რომელმაც არაფერი იცოდა ტრანსპორტის დანიშვნისა და მოხსნის შესახებ: ’არც კი ვიცოდი თუ დადიოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის სულერთია დაინიშნება თუ არა. მაინც ფეხით დავდივარ. თუ ივლის, ცუდ ამინდებში ვისარგებლებ’.
ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მგზავრობის ღირებულება 40 თეთრიც ძვირი იყო. მათი მოთხოვნა ტრანსპორტის კვლავ დანიშვნაა, ოღონდ, ნაკლები გადასახადით.

ღრელში მცხოვრებლები ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
საძელიდან ახალციხეში ფეხით დადიან – სოფელი მიკროავტობუსს ითხოვს
ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი არც მომავალ წელს დაემატება
მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში
საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
სად და როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი სამცხე-ჯავახეთში
29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება