FM97.5 / LIVE

მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.10.2019
ახალციხეში ცენტრალური ქუჩიდან მოშორებით მდებარე უბნებში საქალაქო ტრანსპორტი არ დადის, რაც ადგილობრივების პროტესტს იწვევს. პრობლემის შესახებ საუბრობს თავად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიც, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხს თვითმმართველობა ვერ მოაგვარებს.

მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში

საქალაქო ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემა ქალაქ ახალციხის დაახლოებით შვიდ დასახლებას აქვს. მიკრო-ავტობუსი, რომელიც ქალაქის ერთადერთ საზოგადეობრივ ტრანსპორტს წარმოადგენს არ დადის: საბარგო სადგურის, რაბათის, აბი-მარდას, „ხუთსართულიანების“, „დევნილების“ დასახლებებში, ასევე ზარზმელის ქუჩის, 9 აპრილისა და ასპინძის ქუჩებზე. ეს დასახლებები ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან მოშორებით მდებარეობენ.

საქალაქო ტრანსპორტის პრობლემაზე ახალციხის მერთან შეხვედრისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო სექტორმა ისაუბრეს. მათი თქმით, ორი მიკროავტობუსი, რომლებიც ქალაქის მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებს, უნივერსიტეტსა და საავადმყოფოებს მოიცავს, საკმარისი არ არის.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის დამატება და მოწესრიგება, ახალციხის მერი ამბობს, რომ ამ საკითხის მოგვარება თვითმმართველობის კომპეტენცია არ არის, რადგან მარშრუტი კერძო კომპანიას ეკუთვნის.

„მუნიციპალიტეტს საკუთარი ტრანსპორტი არ ჰყავს. ამ მარშრუტს კი მუნიციპალიტეტი ვერ განკარგავს, განკარგავს კერძო ბიზნესი ან ფიზიკური პირი. ვიცი, რომ ტრანსპორტი არ ელოდება მოსახლეს, თვითნებურად დადიან, ვისაც როგორ უნდა. ქაოსია სრული ამ მიმართულებით. საქალაქო ტრანსპორტი უნდა იყოს რაბათში, იმიტომ, რომ ტურისტები ჩამოდიან და ხიდის ქვეშ მაღალი ავტობუსებით ვერ გადიან, ამიტომ ფეხით უწევთ წასვლა. მაგრამ ეს არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი“, - განაცხადა შეხვედრაზე ზაზა მელიქიძემ.

მელიქიძე ამბობს, რომ საქალაქო ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხი მნიშვნელოვან ფინანსებთან არის დაკავშირებული: „მერიამ ეს რომ აიღოს საკუთარ თავზე, მუნიციპალიტეტის ორი წლის ბიუჯეტი მთლიანად უნდა მივმართოთ ტრანსპორტზე. მარტო ტრანსპორტის შეძენა არ არის, იმას შესაბამისი სერვისიც უნდა, ავტოპარკი უნდა, მომსახურეობის სფერო უნდა. ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია და ვაკეთებთ, თანადაფინანსებაში შევდივართ და რაც საქალაქო ტრანსპორტი ღირს, იმის ნახევარს იხდის მუნიციპალიტეტი. შეღავათს ვაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მაინც არაკომფორტულია ავტობუსები“, - ამბობს მერი.

ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეების გადაყვანას შპს "ჯეოტივი“ უზრუნველყოფს. ქალაქში კომპანიის ორი, ზოგჯერ კი სამი მიკროავტობუსი დადის.

08:30 საათიდან ყოველ ნახევარ საათში „მარშუტკა“სადგურის ტერიტორიიდან გამოდის, ქალაქის ცენტრალური ნაწილის გავლით მიდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შემდეგ კლინიკა „იმედთან“, რეფერალურ ჰოსპიტალთან და ბრუნდება კვლავ ავტოსადგურზე.
დაგეგმილ მარშრუტზე საქალაქო მიკროავტობუსები მუშაობას 18:00 საათზე ამთავრებენ.

შპს „ჯეოტივის“ ხელმძღვანელი ნუგზარ მამუკაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ქალაქში მარშრუტის ცვლილება არ იგეგმება და სხვა ქუჩებზე გადაადგილება ფინანსებთან არის დაკავშირებული: „ამ შორ ქუჩებზე ტრანსპორტმა რომ იაროს წამგებიანი იქნება, თუ ხალხი დააფინანსებს ამას, პრობლემა არ არის. იქ ერთი, ორი და ხუთი მგზავრი რომ წაიყვანო, თავის ხარჯებს ვერ ამოიღებს, ამიტომ ტრანსპორტი დადის იქ, სადაც საჭიროა“.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქალაქს სამი მიკროავტობუსი ემსახურება და ისინი მოწესრიგებულია: „საკუთარი ავტობუსია და როგორ ფიქრობთ, ბინძურ ავტობუსში ამყოფებს ხალხს? ეს ჭორაობაა. ასეთი მდგომარეობა არ არის. პიკის საათებში, როცა ბავშვები სკოლაში დაჰყავთ, მაშინ სამი „მარშუტკა“ დადის, მერე ორი. შაბათ-კვირას კი თავისი განრიგი აქვთ გაწერილი“, - ამბობს მამუკაშვილი.

საქალაქო ტრანსპორტის შესახებ მესამე სექტორმა და ახალციხის მერმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქსელის ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე ისაუბრეს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა გარკვეული გეგმა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს მოაწესრიგებს და სათანადო ტრანსპორტს შეიძენს ადგილობრივების უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის,

ახალციხის მერის განცხადებით, მომავალში ქალაქში ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების მიზნით, რამდენიმე ნაბიჯი გადიდგა:„მოსაცდელები სწორედ ამ მიზნით გაკეთდა. თუ არ გაქვს წერტილები, სადაც უნდა გაჩერდეს ავტობუსი, ვერ შეიქმნება მარშრუტი. ამისთვის უნდა მოაწყო მოსაცდელი, ეს ყველაფერი უნდა დაამუშაო და ამის შემდეგ კონკურსი გამოაცხადო. ამ მოსაცდელების ფონზე, ჩვენ შევქმნით მარშრუტებს, სადაც გაიწერება მისვლა-მოსვლის რეჟიმი და ამაზე ტენდერს გამოვაცხადებთ, მაგრამ ამას სჭირდება დრო. მესმის, რომ მოსახლეობას მალე უნდა და წუხს ამის შესახებ“.

ამავე თემაზე ნახეთ:

ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ

საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი არც მომავალ წელს დაემატება
საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
‘ოცნების’ შეხვედრის გამო საქალაქო ტრანსპორტმა მოძრაობის მარშრუტი შეცვლა
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში – კანდიდატების გეგმები
ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]
ახალციხელები საქალაქო ტრანსპორტზე [Video]