FM97.5 / LIVE

ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი არც მომავალ წელს დაემატება

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.11.2019
საქალაქო ავტობუსების დამატება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მერიაში განარტავენ, რომ ტრანსპორტის შესაძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა მარშრუტის ცვლილბების შესახებ იმსჯელებენ.

ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი არც მომავალ წელს დაემატება

საქალაქო ტრანსპორტის სიმცირე, რომელიც ახალციხეში პრობლემას ქმნის, ვერც მომავალ წელს მოგვარდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 15 500 000 ლარით განისაზღვრა, ავტობუსების შეძენას არ ითვალისწინებს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია, თუმცა ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება: „მესმის ჩვენი მოსახლეობის, უკმაყოფილო არიან , მე თვითონაც უკმაყოფიო ვარ და რამდენიმე ადამიანს დაველაპარაკე, რომ ქალაქში დილის საათებში, პიკის საათებში დიდმა ტრანსპორტმა იმოძრაოს და არა ამ პატარა მარშუტკებმა, სადაც ვერ ეტევა ხალხი“, - განმარტა გურამ მელიქიძემ.

მუნიციპალური ტრანსპორტის თემას ბიუჯეტის პროექტის განხივლაში მონაწილეებიც გამოეხმაურნენ: „უკვე დიდი ხანია 22 ათას ლარს ვიხდით მომსახურებაში და ამ ფასში ვიყიდოთ ერთი ავტობუსი და მერე დავუმატოთ სხვები“, - განმარტა შეხვედისას ადიგენი-ახალციხის დეპუტატის ბიუროს წევრმა ნაირა სამსონიძემ.

„ერთი ცალი ტრანსპოირტი 150 000 -200 000 ლარი ღირს. ვცდილობთ, გარკვეულწილად გვაქვს დონორებთან მოლაპარაკება და თუ მოვახერხეთ, რამდენიმე ტიპის სამგზავრო ავტობუსს შევიძენთ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ გვაქვს“, - უპასუხა მერის მოადგილემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გურამ ჯინჭველაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია: „არსებული ტრანსპორტი ქალაქს არ ჰყოფნის. თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ შევქმნით, ვერ განვვითარდებით. ტრანსპორტი ყოველ თხუთმეტ წუთში თუ არა, ნახევარ საათში მაინც უნდა დადიოდეს“.

მელიქიძის ინფორმაციით, მომავლ წელს ტრანსპორტის დამატება არა, მაგრამ მარშრუტის დამატება იგეგმება - „გვინდა რომ კომპანიას, ვინც იქნება ვუთხრათ 9 აპრილისა და რაბათის უბნიდან მარშრუტები დაემატოს“, - განაცხადა მან ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეების გადაყვანას შპს "ჯეოტივი“ უზრუნველყოფს. ქალაქში კომპანიის ორი, ზოგჯერ კი სამი მიკროავტობუსი დადის.

08:30 საათიდან ყოველ ნახევარ საათში „მარშუტკა“სადგურის ტერიტორიიდან გამოდის, ქალაქის ცენტრალური ნაწილის გავლით მიდის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, შემდეგ კლინიკა „იმედთან“, რეფერალურ ჰოსპიტალთან და ბრუნდება კვლავ ავტოსადგურზე.
დაგეგმილ მარშრუტზე საქალაქო მიკროავტობუსები მუშაობას 18:00 საათზე ამთავრებენ.

ამავე თემაზე ნახეთ - მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში – კანდიდატების გეგმები
‘ოცნების’ შეხვედრის გამო საქალაქო ტრანსპორტმა მოძრაობის მარშრუტი შეცვლა
აღდგომას ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს