FM97.5 / LIVE

მგფ: აბასთუმანში კომპენსაცია ყველა გასახლებულ ოჯახს დაერიცხა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.10.2018
„მუნიციპალური განვითარების ფონდში“ ამბობენ, რომ კურორტ აბასთუმანში სახლების რეაბილიტაციის გამო, დროებით, 20 ოჯახი გაასახლეს და კომპენსაცია ყველა მათგანმა მიიღო.

მგფ: აბასთუმანში კომპენსაცია ყველა გასახლებულ ოჯახს დაერიცხა

„მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“ წერილობით გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის სახლების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აბასთუმანში შვიდ სახლზე, რუსთაველის ქუჩის N58–ში, N64–ში, N70–ში, N78–ში, N84-ში, N86–სა N98–ში მიმდინარეობს.

განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად და სამუშაოების სირთულეებიდან გამომდინარე კი დროებითი გასახლება რუსთაველის N58–ში, N64–ში, N70–ში, N84–სა და N86–ში მცხოვრებ 20 ოჯახს შეეხო. უწყების ინფორმაციით, მათ შესაბამის საბანკო ანგარიშებზე თანხები უკვე დაერიცხათ.

მგფ–ის ინფორმაციით კომპენსაცია მიიღო, N84–ში მცხოვრებ მარინა მანუკიანმაც, რომელიც „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებდა, რომ ქირით გადავიდა, თუმცა თანხა არ დარიცხვია.

გარდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სახლებისა, „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ კიდევ ერთი, რუსთაველის N80-ში მდებარე ბინის სახურავის შეკეთებაც მოუწია. აქ მცხოვრებმა ოჯახმა უწყებას წერილობით მიმართა და დაზამთრებამდე სახურავის შეკეთება თავად სთხოვა. „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ N80-ში მდებარე სახლის რეაბილიტაცია დაგეგმილი 2019 წელს ჰქონდა, თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმართვა გაითვალისწინეს და სახურავის შეკეთება დაიწყეს. ამის გამო, ფონდის ინფორმაციით, აქ მცხოვრები ოჯახი კომპენსაციას 2019 წელს მიიღებს.

"პროექტის საწყის ეტაპზე გამოცხადდა ტენდერი და ფონდის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი კონსულტანტის მიერ განხორციელდა შესაბამისი კვლევები, რის მხიედვითაც განსახლების საჭიროების მქონე ფართებზე განისაზღვრა შესაბამისი კომპენსაციები. ასევე, ჩატარდა საჯარო და ინდივიდუალური შეხვედრები მოსახლეობასთან, რომლებიც გაეცნენ განსახლების სამოქმედო გეგმას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფონდში მსოფლიო ბანკის რეგულაციების შესაბამისად მოქმედებს საჩივრების განმხილველი მექანიზმი და შესაბამისად საჩივრის არსებობის შემთხვევაში, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით სწრაფად და ეფექტურად მოხდება საკითხის გადაწყვეტა“,– ვკითხულობთ მგფ–დან მიღებულ წერილში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი აბასთუმანში 2019 წელს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში 18 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. შენობების რეაბილიტაციისთვის 3 715 305 ლარი იხარჯება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახლებს დროებით 20 ოჯახი დატოვებს
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაციის გამო 20 ოჯახია გასახლებული
მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
აბასთუმანში ორ ოჯახს სახლის დატოვება კომპენსაციის გარეშე მოუწია
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]
აბასთუმანში მათ, ვისი სახლების რეაბილიტაციაც  იგეგმება, დროებით შენობების დატოვება მოუწევთ
აბასთუმნის საბაგირო მუშაობას ნოემბრიდან დაიწყებს [ფოტო]