FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ორ ოჯახს სახლის დატოვება კომპენსაციის გარეშე მოუწია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 11.10.2018
კურორტ აბასთუმანში, იმ ისტორიული შენობების დატოვება, რომლებსაც რესტავრაცია უტარდებათ, ჯერ მხოლოდ ორ ოჯახს მოუწია. მათ შორის ერთმა ბინა იქირავა, მეორემ კი თავი ახლობელთან შეაფარა. კომპენსაცია კი არცერთ მათგანს მიუღია.

აბასთუმანში ორ ოჯახს სახლის დატოვება კომპენსაციის გარეშე მოუწია

მარინა მანუკიანმა, რომელიც აბასთუმანში რუსთაველის N84-ში ცხოვრობს, სახლი ერთი კვირის წინ დატოვა. ახლა ნაქირავებ ბინაში ავეჯი და პირადი ნივთები გადააქვს: „რამდენ ხანს მომიწევს ქირით ყოფნა არ ვიცი. მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი და ქირით გადავედი საცხოვრებლად.
ნაცნობია და მაცდის, ვიდრე კომპენსაციას მომცემენ. როგორც ამიხსნეს, მერე თბილისში ჩავალთ ანგარიშების გასახსნელად. ალბათ იმათ გადაურიცხავენ ფულს, ვისგანაც ბინებს ვქირაობთ, მაგრამ ეს როდის იქნება არ ვიცით“.



მანუკიანთან ერთად სახლის დატოვება მოუწია მის გვერდით, რუსთაველის N80–ში მცხოვრებ კიდევ ერთ ოჯახს, რომელიც დროებით თავს ახლობელთან აბარებს.

„მუნიციპალური განვითარების ფონდში“ ინფორმაციის გამოთხოვა იმის შესახებ, თუ როდის მიიღებენ გასახლებული ოჯახები კომპენსაციას წერილობით გვთხოვეს.

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაციისას საცხოვრებლების დატოვება 20 ოჯახს მოუწევს, თუმცა მგფ–ში ამბობენ, რომ სამუშაოების პროცესში შესაძლოა 20–ზე მეტი ოჯახის გამოსახლება გახდეს საჭირო.

აბასთუმანში 18 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, შენობების რეაბილიტაციისთვის 3 715 305 ლარია განსაზღვრული.

აბასთუმანში ორ ოჯახს სახლის დატოვება კომპენსაციის გარეშე მოუწია

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სახლებს დროებით 20 ოჯახი დატოვებს
მგფ: აბასთუმანში კომპენსაცია ყველა გასახლებულ ოჯახს დაერიცხა
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაციის გამო 20 ოჯახია გასახლებული
აბასთუმანში სარეაბილიტაციო სახლების დატოვება ოქტომბრიდან მოუწევთ [Video]
აბასთუმანში მათ, ვისი სახლების რეაბილიტაციაც  იგეგმება, დროებით შენობების დატოვება მოუწევთ
მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]