FM97.5 / LIVE

ოჯახში ძალადობის 139 ფაქტი - 2018 წლის სამცხე–ჯავახეთის სტატისტიკა

მთავარისიახლე, სამართალი 09.10.2018
შსს ინფორმაციით, რეგიონში მომხდარი ძალადობის 139 ფაქტიდან 99 გახსნილია. უწყება მონაცემებს მიმდინარე წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით აქვეყნებს.

ოჯახში ძალადობის 139 ფაქტი  - 2018 წლის სამცხე–ჯავახეთის სტატისტიკა

მაჩვენებელი გასული წელთან შედარებით გაზრდილია. 2017 წელს ოჯახში ძალადობის 126 ფაქტია რეგისტრირებული და აქედან 84 გამოძიებულია. გასული წლის მონაცემებს ემატება მკვლელობის ორი და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ორი ფაქტი. ოთხივე მძიმე დანაშაული გახსნილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, ოჯახურ დანაშაულზე მომართვიანობა გაზრდილია.

„2017 წლის მონაცემებით, 4 000–ზე მეტმა მომართა სამართალდამცავ ორგანოს. 9 თვის მონაცემებით კი - გამოცემული გვაქვს 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი", - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რისკის შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოცემულია ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი ეფექტიანად მუშაობს. ამასთანავე, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდნენ მოძალადეები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის ახალი მექანიზმიც მსხვერპლთა დაცვის მიზნით ეფექტიანად მუშაობს.

„ჩვენთვის უმთავრესი გამოწვევაა ელექტროსამაჯურების დანერგვა. ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება, დაინერგოს ელექტროსამაჯურები. გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს. ასევე გაგრძელდება ოჯახში ძალადობის კუთხით გამომძიებლების სპეციალიზაციის პროცესი, რათა ყველა დანაყოფში გვყავდეს სპეციალიზებული ადამიანი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით“, - ამბობს თოლორაია.

ოჯახში ძალადობის 139 ფაქტი  - 2018 წლის სამცხე–ჯავახეთის სტატისტიკა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 135 შემაკავებელი ორდერი გაიცა
მაღალი რისკის მქონე მოძალადეებს ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ
ოჯახში ძალადობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში [ინფოგრაფიკა]
სამცხე–ჯავახეთში,  2018 წელს,  ოჯახში ძალადობის 105 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში რვა თვეში ოჯახში ძალადობის 90 შემთხვევა დაფიქსირდა
‘ოჯახში ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ჭარბობს’ – შსს
ოჯახში ძალადობის შესახებ გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაიწყო