FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში, 2018 წელს, ოჯახში ძალადობის 105 ფაქტი გამოვლინდა

მთავარისიახლე, სამართალი 10.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 6 თვეში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2017 წლის მაჩვენებლებს გაუტოლდა.

სამცხე–ჯავახეთში,  2018 წელს,  ოჯახში ძალადობის 105 ფაქტი გამოვლინდა

2018 წლის პირველ ექვს თვეში ოჯახში დანაშაულის 2 804 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის 105 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 76 გახსნილია.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1 328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3 292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. შსს-ს ცნობით, დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად, “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს, 10 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. კანონპროექტის მიხედვით:

მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;

გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;

მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;

შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 135 შემაკავებელი ორდერი გაიცა
ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა ორწლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
სამცხე-ჯავახეთში რვა თვეში ოჯახში ძალადობის 90 შემთხვევა დაფიქსირდა
ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, სამცხე–ჯავახეთში, 3 თვეში 39 პირი დააკავეს
ოჯახში ძალადობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში [ინფოგრაფიკა]
ოჯახში ძალადობის 139 ფაქტი  - 2018 წლის სამცხე–ჯავახეთის სტატისტიკა
ოჯახში ძალადობის შესახებ გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაიწყო