FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში რვა თვეში ოჯახში ძალადობის 90 შემთხვევა დაფიქსირდა

მთავარისიახლე, სამართალი 29.10.2019
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული რვა თვის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის 90 შემთხვევა დაფიქსრიდა. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია.

სამცხე-ჯავახეთში რვა თვეში ოჯახში ძალადობის 90 შემთხვევა დაფიქსირდა

2019 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოჯახში მომხდარი დანაშაულის სულ 3 660 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 90 სამცხე-ჯავახეთში. რეგიონში მომხდარი დანაშაულებებიდან 69 გახსნილია.

ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში არ დაფიქსირებულა მკვლელობის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები.

ოჯახში მომხდარი დანაშაულებების სტატისტიკით, სამცხე-ჯავახეთს მხოლოდ მცხეთა-მთიანეთი ჩამორჩება, სადაც დანაშაულის 54 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა კი აჭარაშია დაფიქრისებული.

დანაშულის სტატისტიკა ასეთია:

აჭარა: 486 შემთხვევა - 190 გახსნილია;

იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი: 445 შემთხვევა - 300 გახსნილია;

ქვემო ქართლი: 402 შემთხვევა - 254 გახსნილია;

კახეთი: 249 შემთხვევა - 206 გახსნილია;

შიდა ქართლი: 210 შემთხვევა - 185 გახსნილია;

სამეგრელო-ზემო სვანეთი: 111 შემთხვევა - 82 გახსნილია;

გურია: 103 შემთხვევა - 57 გახსნილია;

სამცხე-ჯავახეთი: 90 შემთხვევა - 69 გახსნილია;

მცხეთა მთიანეთი: 54 შემთხვევა - 44 გახსნილია.

იანვარი - 14 სექტემბერის განმავლობაში, პოლიციამ 7 178 შემაკავებელი ორდერი გასცა. დანაშულთა შორის დაფიქსირდა მკვლელობის რვა და ჯანმრთელობის დაზიანების 14 შემთხვევა.

ოჯახში ძალადობის საკითხებზე ახალციხეში ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელი მუშაობს. ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და თავშესაფრის მომსახურებას.

დახმარებისთვის ქსელს, ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე, N18-ში უნდა მიმართონ.

სამცხე-ჯავახეთში რვა თვეში ოჯახში ძალადობის 90 შემთხვევა დაფიქსირდა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევა გახსნილია
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის  ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთში COVID-19-ით კიდევ სამი პირი დაინფიცირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა