FM97.5 / LIVE

‘ოჯახში ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ჭარბობს’ – შსს

მთავარისიახლე, სამართალი 27.03.2019
დღეს, 27 მარტს, ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთვან აბულაშვილმა ოჯახში ქალზე ძალადობის თემაზე შეხვედრა გამართა.

‘ოჯახში ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ჭარბობს’ – შსს

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ბოლო წლებში ქალთა მიმართ და ოჯახში მეუღლის მხრიდნა ჩადენილი ძალადობის ფაქტებმა იკლო. ეს არის იმის შედეგი, რომ კანონი გამკაცრდა. გასულ წლებთან შედარებით ქალს ნაკლებად ეშინია, იმის რომ პოლიციას მიმართოს“, – ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთევან აბულაშვილი.

მისი თქმით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, თუ პოლიციას არა მხოლოდ მსხვერპლი, არამედ ძალადობის შემსწრე პირიც მიმართავს: „ამ მიმართულებით საჭიროებს საზოგადოება ცნობიერების ამაღლებას და ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიზნით“.

შსს–ს სტატისტიკით, ოჯახში ძალადობის ფორმებს შორის პირველ ადგილზე ფსიქოლოგიური ძალადობაა (49%), შემდეგ კი ფიზიკური ძალადობა და იძულება (25%–25%).

„რაღაც პერიოდის წინ, როცა ჩვენს თვალწინ დანაშაული ხდებოდა, ჩვენ არ ვიცოდით ეს იყო თუ არა დანაშაული. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენი რამ არ არის ამ მიმართულებით წესრიგში. ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ბესიკ გოქსაძე.

2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე ძიება სამცხე–ჯავახეთში 179 საქმეზე დაიწყო, ამ მაჩვენებლით საქართველოს ათ რეგიონს შორის სამცხე–ჯავახეთი მერვეა. ქვეყნის მასშტაბით ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ყველაზე მეტჯერ ძიება ქვემო–ქართლში, 796 საქმეზე დაიწყო.

გაზრდილია გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც. 2016 წელს 2 877, 2017–ში 4370, ხოლო გასულ წელს 6 000 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, "ქალთა ისტორიის თვეში" გაიმართა.

"ქალთა ისტორიის თვე" მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად მარტში აღინიშნება. მისი მიზანი ქალთა მიღწევების წარმოჩენა და ამ გზით მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლის ხაზგასმაა.

‘ოჯახში ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ჭარბობს’ – შსს

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 135 შემაკავებელი ორდერი გაიცა
ოჯახში ძალადობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში [ინფოგრაფიკა]
ოჯახში ძალადობის შესახებ გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში,  2018 წელს,  ოჯახში ძალადობის 105 ფაქტი გამოვლინდა
ოჯახში ძალადობის 139 ფაქტი  - 2018 წლის სამცხე–ჯავახეთის სტატისტიკა
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე