FM97.5 / LIVE

ოჯახში ძალადობის შესახებ გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 28.04.2018
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო. მისი მიზანი გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ოჯახში ძალადობის შესახებ გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

სპეციალიზაციის ინტენსიურ კურსს სახალხო დამცველის მოადგილე, ფსიქოლოგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები უძღვებიან.

ხუთდღიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც სამართლებრივ, ასევე, ფსიქოლოგიურ საკითხებს: ოჯახში ძალადობის მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, დაზარალებულისა და მოძალადის ფსიქოლოგიური პორტრეტები, ოჯახში ძალადობის ზეგავლენა ბავშვებზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან, მოწმეებსა და მოძალადესთან ურთიერთობის/გამოკითხვის ფსიქო-ემოციური და სამართლებრივი ასპექტები, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის საკითხის შესახებ არსებული საკანონმდებლო აქტები, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, მსხვერპლებისთვის არსებული სერვისები, დისკრიმინაციის ან/და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისა და ოჯახური დანაშაულების გამოძიების თავისებურებები.

პირველ ეტაპზე, სასწავლო კურსის განმავლობაში მოხდება იმ ტერიტორიული ერთეულების გამომძიებელთა სპეციალიზაცია, სადაც ყველაზე მაღალია ოჯახური დანაშაულის მაჩვენებელი. სპეციალიზაციის კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საგამოძიებო სტრუქტურას ეტაპობრივად მოიცავს.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში,  2018 წელს,  ოჯახში ძალადობის 105 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 135 შემაკავებელი ორდერი გაიცა
ოჯახში ძალადობის 139 ფაქტი  - 2018 წლის სამცხე–ჯავახეთის სტატისტიკა
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
შსს-მ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია დაიწყო
ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე მართლწესრიგის ოფიცრების გადამზადება დაიწყო
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო