FM97.5 / LIVE

ISFED: ზურაბიშვილთან შეხვედრებზე ადგილობრივი საჯარო მოხელეები იყვნენ მობილიზებული

მთავარისიახლე, არჩევნები 08.10.2018
ISFED–მა, მეორე შუალედურ ანგარიშში, სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებიდან დარღვევები დააფიქსირა ბორჯომში, ასპინძასა და ახალქალაქში.

ISFED: ზურაბიშვილთან შეხვედრებზე ადგილობრივი საჯარო მოხელეები იყვნენ მობილიზებული

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს ავრცელებს.

ორგანიზაციის ანგარიშში ყურადღება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზეა გამახვილებული. ანგარიში სამიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციამ პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების – ერთი, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – ერთი, აგიტაციის წესების დარღვევის – 12, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – ცხრა, კამპანიისთვის ხელის შეშლის – რვა; სააგიტაციო მასალების დაზიანების – 14 ფაქტი გამოავლინა.

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა პარტიის მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები: „ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ბიუჯეტით დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას წინასაარჩევნო მიზნით. ასევე, კანდიდატთან შეხვედრებზე შეინიშნებოდა ადგილობრივი საჯარო მოხელეების, პედაგოგების, ააიპ–ების თანამშრომლების მობილიზების შემთხვევები“.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების არაერთი შემთხვევა, რაც აგიტაციაში მონაწილეობის წესის დარღვევას და სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.

ISFED-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნების მიერ სოციალურ ქსელში ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნების 11 ფაქტი დაფიქსირდა. ამისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები როგორც მუნიციპალიტეტის ორიფიალურ, ასევე, ფეისბუქის პირად გვერდებს იყენებდნენ.

მაგალითად, 10 სექტემბერს, ბორჯომის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა დავით ზაალიშვილმა სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პრეზინდეტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და მის შეხვედრებთან დააკვშირებული ინფორმაცია.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში მოხვდა ასპინის ოლქში N16 და N17 საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები: „საუბნო კომისიის წევრები არ ფლობდნენ შესაბამის კომპეტენციას სხდომის სრულფასოვნად ჩატარებისთვის, ამიტომ საოლქო კომისიის წევრები მიუთითებდნენ პროცედურათა თანმიმდევრობაზე. უფრო კონკრეტულად, N17 ხერთვისის უბანზე, სხდომის დაწყებამდე ლუიზა ვაჭარიძე, არჩეული მდივანი ამბობდა, რომ მდივნობას ვერ შეძლებდა. კომისიის თავმჯდომარე ინგა მინაშვილი კი ამ საკითხს საოლქო კომისიის წევრებს უთანხმებდა.
ვაჭარიძე მდივნობას მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდა, რაც გაუკრკვეველ პირებთან ტელეფონით ისაუბრა. ტელეფონზე მოსაუბრე პირი ვაჭარიძეს არწმუნებდა, რომ მდივნობა აუცილებელი იყო“.

„სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებაზე საუბრობს ახალქალაქის საარჩევნო ოლქში. ანგარიშში მოყვანილია „ნაციონალური მოძრაობიდან“ საოლქო კომისიის წევრის თეონა ჭალიძის მონათხრობი, რომელიც ამბობს, რომ მას ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მონიტორინგის პროცესში ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე, უშუალოდ სარჩევნო სუბიექტებისგან, მედია–საშუალებებისგან და მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციაც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
ახალქალაქის მერის მოადგილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უჩივლეს
ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში
'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
,ოცნება’ ცდილობს საარჩევნოდ გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი – ISFED
რა დარღვევები გამოვლინდა სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნოდ – ISFED–ის ანგარიში