FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საოლქო კომისიის წევრი:‘თავმჯდომარემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა’

მთავარისიახლე, სამართალი, არჩევნები 28.09.2018
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი გაერთიანებული ოპოზიციიდან თეონა ჭალიძე ამბობს, რომ მას თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა ძალისმიერი მეთოდებით სამუშაო ოთახი დაატოვებინა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

ახალქალაქის საოლქო კომისიის წევრი:‘თავმჯდომარემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა’

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მათ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და რეგიონში პოლიციის უფროსის მოადგილე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

„გუშინ, ახალქალქის საოლქო კომისიაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა, მე და გაერთიანებული ოპოზიციის ‘ძალა ერთობაშია’ წარმომადგენელს, არტურ მკოიანს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა. მსაგვსი შეურაცხყოფა უკვე რამდენჯერმე მოხდა. მარანგოზიანი მოითხოვდა ჩემგან, რომ რუსულ ან სომხურ ენაზე მესაუბრა. ქართულ ენაზე ჩემი ყველა რეკომნდაცია და დასმული შეკითხვა იყო იგნორირებული. მარანგოზიანმა ძალისმიერი მეთოდებით გამომაძევა სამუშაო სივრციდან. ასე შეზღუდეს ჩემი როგროც კომისიის წევრის უფლება“, – აცხადებს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრი თეონა ჭალიძე.

მან საოლქო კომისიაში პოლიცია გამოიძახა: „გადამიყვანეს ახალქალაქის პოლიციაში, სადაც გამესაუბრა სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მაოდგილე გივი სიხარულიძე. გასაუბრება შედგა მის კაბინეტში, სადაც დამახვედრეს ცეცხლსასროლი იარაღი, ჩემს წინ განთავსებული იყო პისტოლეტი, ასევე განთავსებული იყო ჩემს მარჯვნივ საბრძოლო ცეცხლსასროლი ავტომატი და მჭიდები. რამაც ჩემზე ნეგატიური გავლენა იქონია. ამის თაობაზე გენერალურ ინსპექციასაც ვაცნობეთ. მიმაჩნია, რომ ეს გარემოება შექმნეს ჩემზე და არტურ მკოიანზე ზემოქმედების მიზნით“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ვითარებას სწავლობენ და დეტალებზე მოგივანებით ისაუბრებენ.
ახალქალაქის საოლქო კომისიასა და ასევე ცესკოში „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: ახალქალაქის საოლქო კომისიის საქმე [Video]
შსს–მ ძიება დაიწყო – რა მოხდა ახალქალაქის საოლქო კომისიაში
ახალქალაქის სასამართლომ ცესკოს საჩივარი არ დააკმაყოფილა
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ინციდენტით დასრულდა
ენმ ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს
გიორგი ჟვანია: ”ცესკოს განცხადება ცალმხრივია”
ასპინძის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა