FM97.5 / LIVE

ენმ–ს წევრებმა სამცხე–ჯავახეთის ექვსი ოლქიდან ოთხში სხდომები დატოვეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.09.2018
სამცხე–ჯავახეთის ექვსი საარჩევნო ოლქიდან ოთხში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას სხდომები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დატოვეს.

ენმ–ს წევრებმა სამცხე–ჯავახეთის ექვსი ოლქიდან ოთხში სხდომები დატოვეს

ასპინძაში, ახალციხეში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საუბნო კომისიების წევრების არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ასპინძის საოლქო კომისიაში სხდომის მიმდინარეობისას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ნანა ხუციშვილმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე მოსიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ენმ–ს წევრებმა სამცხე–ჯავახეთის ექვსი ოლქიდან ოთხში სხდომები დატოვეს„წინა სხდომაზე წამოვაყენე ინიციატივა გასაუბრებით შეგვერჩია წევრები, რაზეც მხარი არ დამიჭირეთ. მე ასე ვერავის ავირჩევ მხოლოდ სახელებით და გვარებით“,– განაცხადა მოსიძემ.

მის პოზიციას იზიარებს ხუციშვილიც: „პირები ვისაც განცხადებები აქვთ შემოტანილი ზოგი თანამდებობის პირია, ზოგი მათი ნათესავია, ზოგი კი „ოცნების“ აქტივისტია. მსგავსი კანდიდატებით დაკომპლექტება არ მოგვცემს მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარების საშუალებას“.

სხდომა ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მანუჩარ ფანგანმა დატოვა. მან ერთ–ერთი კონკურსანტის მიერ დოკუმენტზე რუსული ხელმოწერა გააპროტესტა.

ახალციხის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა ბერიძემ. მან თქვა, რომ კონკურსანტების შესახებ კომისიის სხვა წევრებთან ერთად არ უმსჯელია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებაც არ შეუძლია.

ენმ–ს წევრებმა სამცხე–ჯავახეთის ექვსი ოლქიდან ოთხში სხდომები დატოვესბერიძესთან ერთად ახალციხის საოლქო კომისიის სხდომაზე პროტესტი გამოთქვა „საქართველოს ქრისტიან კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა მარიამ გვირჯიშვილმაც. მისი თქმით, სიები კომისიას წინასწარ აქვს მიღებული და ამის შესახებ წერილობით განცხადებას ოლქში ხვალ, 12 სექტემბერს შეიტანს.

არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ახალქალაქის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრსაც.

ოლქების ნაწილში სხდომები დასრულდა, ნაწილში კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბორჯომის ოლქში „ევროპელების“ წარმომადგენელი ლელა შუბითიძე ამბობს, რომ კომისია „ოცნების“ წევრებით კომპლექტდება.

„კომისიის წევრებმა არ აირჩიეს და გამოტოვეს ისეთი კონკურსანტები, რომლებიც პროფესიონალები, გამოცდილები და ნეიტრალურები არიან“, – ამბობს ბორჯომის საოლქო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წარმომადგენელი ბაკურ გელაშვილი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საოლქო კომისიის სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმაც დატოვეს
‘სიები უდევთ წინ და იწერენ’ – ბორჯომის ოლქში სხდომა სამმა დამკვირვებელმა დატოვა [Video]
'წინასწარ იცით ვინ უნდა აირჩიოთ' - ახალციხეში საუბნო კომისიების არჩევნები პროტესტით დაიწყო
ბორჯომის საოლქო კომისიამ განცხადება-საჩივრების განხილვა დაასრულა
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
როგორ გადანაწილდა ხმები ასპინძის ოლქში
"ნაციონალებს" საუბნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესი კითხვებს უჩენს