FM97.5 / LIVE

ბორჯომის საოლქო კომისიამ განცხადება-საჩივრების განხილვა დაასრულა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 14.10.2016
ბორჯომის სალქო კომისიამ, უბნებიდან შესული განცხადება-საჩივარების განხილვა დაასრულა. ერთ–ერთ გადაწყვეტილებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბორჯომის საოლქო კომისიამ განცხადება-საჩივრების განხილვა დაასრულა

ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება-საჩივრების განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა.

კომისიაში შესული 18 საჩივრიდან ზოგი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზოგს უარი ეთქვა, ზოგი კი საერთოდ არ განუხილავთ. N36-ე ბორჯომის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლევან დევიძის განმარტებით, საჩივრები ძირითადად საუბნო კომისიის წევრებზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნაწილში დაკმაყოფილდა.

იმ საუბნო კომისიის წევრებმა, ვისთან მიმართებაშიც საოლქოში საჩივრები შევიდა შენიშვნები მიიღეს. ორ მათგანს გაფრთხილება აქვს, ორს კი, იმის გამო, რომ კენჭისყრის დღეს უბანზე არ იმყოფებოდნენ, ხელფასიდან თანხა დაექვითებათ.

„ძირითადად მსუბუქი სასჯელებით შემოვიფარგლეთ, განსაკუთრებული დარღვევები,რამაც საარჩევნო პროცესებზე დიდი გავლენა მოახდინა, არ იკვეთებოდა“, - ამბობს ლევან დევიძე.

მისივე თქმით, კომისიას არ განუხილავს ის განცხადებები, რომლებიც საოლქო კომისიაში არაუფლებამოსილმა პირებმა შეიტანეს: „საჩივრის ან განცხადების დაწერის უფლება აქვს საარჩევნო უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან პოლიტიკურ სუბიექტს და არა სხვა მოქალქეს“.

საოლქო კომისიაში ხმაური მოჰყვა, #45-ე ოლქში შემავალ ახალქალაქის ექვს უბანზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ „ნაციონალებისა“ და „ლეიბორისტების“ საჩივრებს. ორივე განცხადებელი უბნების ხელახლა გადათვლასა და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა, აღნიშნული კომისიამ არ დააკმაყოფილა.

„ეს არ იყო არგუმენტებით გამყარებული პოზიცია, ეს იყო უბრალოდ სამართლებრივი პროცესების პოლიტიკასთან მიბმული მცდელობა, სხვა არაფერი. ამიტომ, არ დააკმაყოფილა კომისიამ“, - ამბობს ლევან დევიძე.

სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და „ლეიბორისტების“ დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გიუაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ყველაზე სერიოზული დარღვევები მე–17 უბანზე იყო, პირველ რიგში ამის გადათვლა არ მოისურვა კომისიამ და უარი გვეთქვა. დანარჩენებზე უკვე ვიცოდით რა პასუხი იქნებოდა. სხდომაზე დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა, თან თავმჯდომარე ძალიან მიკერძოებული იყო“, -გვითხრა გიოირგი გიუაშვილმა.

გაასაჩივრებს თუ არა გიუაშვილი სასამართლოში აღნიშნულს, ამას მაშინ გადაწყვეტს, როდესაც საოლქო კომისიის განკარგულება ჩაჰბარდება.
„ლეიბორისტებისგან“ განსხვავებით, ბორჯომის საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„უკვე გადაწყვეტილია, საჩივრას სასამართლოში ხვალ შევიტანთ“, -განცხადა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასპინძა-ბორჯომში დეპუტატობის კანდიდატმა ტარიელ ლონდარიძემ.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ხმაური საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვისას
ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში  41 საჩივარი შევიდა
გაფრთხილებები და ჯარიმები – საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარი შევიდა