FM97.5 / LIVE

როგორ გადანაწილდა ხმები ასპინძის ოლქში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 16.06.2014
N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 70 %-მა მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53. 41 % აიღო „ერთიან ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 24. 87 %.

როგორ გადანაწილდა ხმები ასპინძის ოლქში
N39 ასპინძის საარჩევნო ოლქში ხმების დანარჩენი ოდენობა ასე გადანაწილდა: „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ - 6,93%, „დავით – თარხან მოურავი“ - 6, 67%, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა კავშირი“ - 3,76%, „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) - 2,37 %. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს მათ ხმების 0, 67% აიღეს.

გამგებლობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ლევან ცაბაძემ მიიღო - 52%.
დანარჩენი მიღებული ხმების რაოდენობა ასეთია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბესიკ ბექაური - 32,88 %, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ გელა ლეკიშვილი 12, 6% და „არასაპარლამენო ოპოზიცია“ (კუკავა ჩიხრაძე) ნიკოლოზ ბერიძე 2 %.

ასპინძაში 12 მაჟორიტარული ოლქიდან ორ ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ერთ ოლქში „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი გავიდა, მეორეში კი ხმების უმრავლესობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მიიღო.

დანარჩენ რვა ოლქში ხმების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა აიღეს.

N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის როსტომ მაგრაქველიძის შეფასებით ასპინძაში არჩევნებმა მშვიდ გარემოში დარღვევების გარეშე ჩაიარა. მისივე თქმით N39 ასპინძის ოლქში არცერთი საჩივარი არ შესულა.

[მანანა სარაშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში „ოცნების“  გამგებლობის კანდიდატმა   ხმების 59.7 % დააგროვა
ბორჯომში მეორე ადგილზე „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" გავიდა
ადიგენში არჩევნები „ოცნებამ“ მოიგო
N39-ე ასპინძის საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის  გამგებლობის კანდიდატი ლიდერობს
N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში „ოცნების“ კანდიდატმა ხმების  80.57 %  მიიღო
N40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატი „ნაციონალებს“  3.985 ხმით  უსწრებს
"ბურჯანაძე – დემოკრატების“ კანდიდატებმა საოლქოს რეგისტრაციისათვის მიმართეს