FM97.5 / LIVE

‘სიები უდევთ წინ და იწერენ’ – ბორჯომის ოლქში სხდომა სამმა დამკვირვებელმა დატოვა [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.09.2018
ბორჯომის ოლქში საუბნო კომისიის წევრების არჩევნები გრიგოლ ვაშაძის, „ნაციონალების“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, კომისია „ოცნების“ მოწოდებული სიით ხელმძღვანელობს.

‘სიები უდევთ წინ და იწერენ’ – ბორჯომის ოლქში სხდომა სამმა დამკვირვებელმა დატოვა [Video]

პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელმა ნინო ხაჩიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბაკურ გელაშვილმა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბაქარ შირაძემ ბორჯომის საოლქო კომისიის სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

„სიები უდევთ წინ და იწერენ. წინასწარ „ოცნებამ“ მიაწოდა მათ იმ პირების ჩამონათვალი, ვინც უბნებზე უნდა აირჩიონ და ამის მიხედვით ხელმძღვანელობენ. ამიტომაც სულ მმართველი პარტიის წარმომადგენლების ახლობლები ინიშნებიან უბნებზე“, – აცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

საუბნო კომისიის წევრების არჩევისას სიით სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრი მანანა ორჯონიკიძე ხელმძღვანელობს. იგი აცხადებს, რომ მის გარშემო გაჩენილ შეკითხვებს სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხებს.



თუმცა, მხოლოდ ეს არაა მიზეზი, რის გამოც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს. მათი თქმით, კომისიის თავმჯდომარე ლევან დევიძე იმ პირებს, ვისაც კრიტიკული მოსაზრება აქვს სიტყვის უფლებას არ აძლევს.

„მთავარია რეგლამენტში ჩაეტიოთ, ის რასაც ამბობთ ოქმში აუცილებლად დაფიქსირდება, სხვანაირად მოქცევის უფლებას კანონი არ მაძლევს“, – უთხრა მათ სხდომაზე დევიძემ.

ბორჯომში – შესული სულ 273 განაცხადია 180 წევრი უნდა შეარჩიონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 სექტემბერს, სამცხე–ჯავახეთის ექვსი საარჩევნო ოლქიდან ოთხში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას სხდომები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დატოვეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენმ–ს წევრებმა სამცხე–ჯავახეთის ექვსი ოლქიდან ოთხში სხდომები დატოვეს
ბორჯომში საოლქო კომისიის სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმაც დატოვეს
დევიძე: ‘მონიშნული გვქონდა სიებზე, ვინ იყო გამოცდილი და ვინ არა’
'წინასწარ იცით ვინ უნდა აირჩიოთ' - ახალციხეში საუბნო კომისიების არჩევნები პროტესტით დაიწყო
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
საუბნო საარჩევნო კომისიებმა დღეს პირველი სხდომები გამართეს
'ოცნების შპარგალკებით მოვიდნენ' – რატომ დაატოვებინეს ენმ–ს წარმომადგენელს ახალციხის საარჩევნო ოლქი