FM97.5 / LIVE

თეონა ბერიძე: ‘თავსაბურავით სიარულის აკრძალვა მუსლიმი ქალის დისკრიმინაციაა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.09.2018
გოგონა, რომელსაც სოფელ მოხის სკოლაში თავსაფრით სიარულს უშლიდნენ, პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურება. საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული პროექტის მიხედვით, საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქბითა და ბურკით სიარული აიკრძალება.

თეონა ბერიძე: ‘თავსაბურავით სიარულის აკრძალვა მუსლიმი ქალის დისკრიმინაციაა’

„ჩემთვის ეგ ძალიან გულსატკენი ამბავია. მე მუდამ თავსაბურავით ვაპირებ სიარულს. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ და გვაქვს უფლება როგორც გვსურს ისე ვიაროთ ქუჩაში?! თავსაბურავით სიარულის აკრძალვა მუსლიმი ქალის დისკრიმინაციაა“, – ამბობს თეონა ბერიძე, რომელსაც ორი წლის წინ, ადიგენში, სოფელ მოხის სკოლაში თავსაფრით სიარულს უშლიდნენ.

თეონამ სკოლა დაამთავრა და სწავლა აჭარის საგანმანათლებლო კოლეჯში ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე გააგრძელა. ხუთი თვის წინ კი ბათუმში გათხოვდა: „თავსაბურავი არასდროს მომიხდია და არც ვაპირებ, ქორწილშიც თავზე მეფარა. ეს მოხეს სკოლის შემდეგ ჩემთვის არც არავის მოუთხოვია, პირიქით ბათუმში მოსწონდათ კიდეც“.

ამბობს, რომ ის დღეები, როცა სკოლაში თავსაფრის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით აქციები იმართებოდა, არც თუ ისე სასიამოვნოდ ახსენდება: „სოფლიდან კი წამოვედი, მაგრამ ჩემი დები იქ ცხოვრობენ და სულ ვკითხულობ მსგავსი რამ კიდევ ხომ არ ხდება, მაგრამ მეუბნებიან, რომ ჩემს მერე სკოლაში ასეთი რაღაცა აღარ მომხდარა და მიხარია“.

რა შეცვალა მოხის თემში მისმა მაგალითმა ამაზე არ უფიქრია, თუმცა, იმაში დარწმუნებულია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ყველა ადამიანს თავისუფლად ჩაცმის უფლება უნდა ჰქონდეს და ამის კანონით აკრძალვა დაუშვებელია.

თეონა ამბობს, რომ სამომავლოდ კულინარიის სწავლა უნდა და ამაში ახალი ოჯახიც დაეხმარება: „მინდა რომ მზარეულად ვიმუშაო დიდ სასტუმროებში. ეს სფერო მაინტერესებს და ვფიქრობ კარგადაც გამომივა“.

თეონა ბერიძეს სოფელ მოხის სკოლის დირექტორმა თავსაბურავის ტარება 2016 წლის დეკემბერში მოსთხოვა. გოგონა მაშინ მობილობის სისტემით სასწავლებლად ბათუმიდან გადმოვიდა. დირექტორის ამ მოთხოვნას თეონას თანაკლასელების პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ განათლების სამინისტრომ მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი ვერ დაადგინა.

საქართველოს პარლამენტში 4 სექტემბერს დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენას კრძალავს.თუ კანონპროექტი 51 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს და პარლამენტი დაამტკიცებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკებში და სხვა საჯარო ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მიხედვით, თავდაპირველად 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 1 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო სივრცეში, შესაძლოა, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აიკრძალოს
მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა
სამინისტრომ მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი ვერ დაადგინა
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
მოხის სკოლის საქმეს  განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს