FM97.5 / LIVE

მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 08.01.2017
მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში წერილი შეიტანეს;

მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
მოხეს საჯარო სკოლის იმ მუსლიმმა მოსწავლეებმა, რომლებიც სკოლის დირექტორს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ, განათლების სამინისტროს აქ მომხდარის შესწავლა წერილობით სთხოვეს.

„ყველაფერი დავწერეთ რაც იყო, მოვყევით ამ ფაქტის მერე როგორ განვითარდა მოვლენები და ხელიც მოვაწერეთ. სამინისტრო ითხოვდა, რომ წერილობით მიგვემართა და ასეც გავაკეთეთ. იმედია შეისწავლიან მომხდარს და ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება“, – ამბობს მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლე თეონა ბერიძე.

მოსწავლეების წერილი სამინისტროში 3 ინავარს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძემ შეიტანა.

შეგახსენებთ, მოხის სკოლის მეოთორმეტე კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ მოხის სკოლაში გოგონას დირექტორმა თავსაფრის ტარება დაუშალა. მათი თქმით, თავსაფრის მოხდა სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა თეონა ბერიძეს მოსთხოვა. გოგონამ ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და ახლა მობილობით მოხის სკოლაში ბრუნდებოდა. დირექტორმა კი უთხრა რომ სკოლაში იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ თავსაბურავს მოიხდიდა. მათივე განცხადებით, დირექტორმა გოგონა სკოლაში მიიღო, თუმცა, მისდამი სოლიდარობისა და დირექტორის ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად, დღეს, 23 დეკემბერს, მოხის სკოლაში, მეთორმეტეკლასელი სხვა მუსლიმი გოგონებიც თავსაფრებით მივიდნენ.

ამის შემდეგ კი მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საპროტესტო აქციები გამართეს იმ მოთხოვნით, რომ სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი გაეთავისუფლებინათ. აქციებიდან მესამე დღეს სკოლაში პრეზიდენტის მრჩეველი და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. სამინისტროს თანამშრომლებმა მოსწავლეებს პირობა მისცეს, რომ მომხდარს შეისწავლიან, თუმცა აქვე სთხოვეს, რომ ამასთან დაკავშირებით წერილობით მიემართათ. ამ პირობის შემდეგ მოსწალვეები გაკვეთილებზე დაბრუდნენ;

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]
მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე
სამინისტრომ მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი ვერ დაადგინა
მოხელი მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა