FM97.5 / LIVE

მოხის სკოლის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

მთავარისიახლე, განათლება 17.01.2017
საქართველოს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა, ადიგენში, მოხის სკოლაში მომხდარი, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

მოხის სკოლის საქმეს  განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს
სოფელ მოხეს საჯარო სკოლა.

დღეს დილიდან, აღნინული სამსახურის წარმომადგენლები მოხის სკოლაში იმყოფებიან. ამ დროისთვის ისინი, თეონა ბერიძეს ხვდებიან, მუსლიმ მოსწავლეს, რომელმაც თავსაბურავის გამო დირექტორისგან გაფრთხილება მიიღო.

მოხის საჯარო სკოლაში, შეხვედრა დაახლოებით ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ მოხის სკოლის ერთ-ერთი მეთორმეტეკლასელი აცხადებს, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და მის თანაკლასელს თეონა ბერიძეს ერთდროულად ხვდებიან.

„შეხვედრა კარგახანია მიმდინარეობს და არ ვიცი კონკრეტულად რა აინტერსებთ“, -გვითხრა ასლან მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათივე თქმით, სკოლაში გოგონას დირექტორმა თავსაფრის ტარება დაუშალა. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორმა გოგონას მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა უარყო, სკოლის მუსლიმი მოსწავლეები რამდენიმე დღის განმავლობაში აქციებს მართავდნენ და ჯერ განათლების სამინისტროს ფაქტზე რეაგირებას, შემდეგ კი უკვე დირექტორის გადადგომას მოითხოვდნენ.

საკითხით დაინტერსედნენ და შესწავლა დაიწყეს, რელიგიურ უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის აპარატმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მათი წარმომადგენლები მოხის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ კიდეც.

განათლების სამინისტრომ კი მუსლიმ მოსწავლეს განუცხადა, რომ თუ დისკრიმინაციის ნიშნები არსებობდა, აუდიტის სამსახურისათვის წერილობით მიემართა და საკითხს შეისწავლიდნენ.

მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში წერილი მიმდინარე წლის 3 იანვარს შეიტანეს;

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როდის დადებს აუდიტი დასკვნას მოხის სკოლაზე, უცნობია
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა
მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები აქციებს შეწყვეტენ
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]