FM97.5 / LIVE

მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.12.2016
მოხის საჯარო სკოლაში, ერთ–ერთი მოსწავლის მხარდასაჭერად, რომელსაც დირექტორმა სკოლაში მისაღებად თავსაბურავის მოხდა მოსთხოვა, დღეს ყველა მეთორმეტეკლასელი მუსლიმი გოგონა თავსაფრით მივიდა.

მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა
მოხის სკოლის მე–12 კლასის მოსწავლეები დღეს. ფოტო: თემო მარკოიძე

როგორც მოხის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები "სამხრეთის კარიჭესთან" ყვებიან, თავსაფრის მოხდა სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა თეონა ბერიძეს მოსთხოვა. გოგონამ ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და ახლა მობილობით მოხის სკოლაში ბრუნდებოდა.

"ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, რათა განხორციელებულიყო მობილობა, მაგრამ მოხის საჯარო სკოლის დირექტორმა თანხმობა არ მისცა, იმ მოტივით, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავსაფრით სიარული არ შეიძლებაო. დირექტორმა განუცხადა, თუ გინდა სკოლაში მიგიღო, თავსაფარი უნდა მოიძროო, რაზეც თეონამ უარი განაცხადა", – გვიამბობს გოგონას თანაკლასელი თემო მარკოიძე.

მისივე თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ დირექტორმა გოგონა სკოლაში მიიღო და ის საგაკვეთილო პროცესებსაც ესწრება. თუმცა, მისთვის სოლიდარობის გამოსახატავად, დღეს, მისი თანაკლასელი ყველა გოგონა სკოლაში თავსაბურავით მივიდა. ამ ფაქტს სკოლაში რაიმე დაპირისპირება არ გამოუწვევია და დღეს მოხის საჯარო სკოლაში გაკვეთილები ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ მოხის სკოლაში ქსენოფობიურ მიდგომებს აქვს ადგილი და ამ ფაქტებით განათლების სამინისტრო უნდა დაინტერესდეს. რა მოხდა სკოლაში, ვაშაყმაძემ დეტალები არ იცის და ამბობს, რომ მან მომხდარი სოციალურ ქსელში, ბავშვების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყო: "ფეისბუქიდან გახდა ცნობილი, რომ არ დაამტკიცებდა სკოლაში თავსაფრით. ეს იყო დისკრიმინაციული".

ვაშაყმაძე საქართველოს განათლების მისნიტრს ალექსანდრე ჯეჯელავს მიმართავს, დაინტერსდეს მომხდარით.

სოფელ მოხეში დილიდან იმყოფება "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი ლუბა გიორგაძე. მისი თქმით, მოხეში საგაკვეთილო პროცესები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ჟურნალლისტმა ამ დრომდე ვერ მოახერხა სკოლის დირექტორთან ნათია რეხვიაშვილთან დაკავშირება. სკოლაში მას განუცხადეს, რომ დირექტორი ჯერ არ არის და მოგვაინებით მივა.

"სამხრეთის კარიბჭე" მოხეში რჩება და შემთხვევის დეტალებს იკვლევს. ჩვენ ასევე ველოდებით განათლების სამინისტროს პოზიციას მომხდართან დაკავშირებით. თვალი ადევნეთ ვებგვერდს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე
მოხელი მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ
მოხის სკოლის საქმეს  განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს