FM97.5 / LIVE

მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 26.12.2016
ადიგენში, სოფელ მოხის საჯარო სკოლაში, დღეს დილიდან მუსლიმი მოსწავლეები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს არ ესწრებიან. ისინი, ერთ–ერთი გოგონასთვის დირექტორის მხრიდან თავსაბურავის მოხდის მინიშნებას აპროტესტებენ და ითხოვენ, საქმე განათლების სამინისტრომ შეისწავლოს.

მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ერთ–ერთმა მუსლიმმა მოსწავლემ განუცხადა, ტრანსფარანტებით: „ჩვენი უფლებები“, „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თეონა ბერიძეს“, სკოლის ეზოში დილიდან 70–მდე მოსწავლეა შეკრებილი.

„დირექტორმა რაც გააკეთა, ეს მუსლიმი მოსწავლეების დისკრიმინაციაა, ამიტომ სამინისტრო ვალდებულია, დროული რეაგირება მოახდინოს. ან გადადგეს ნათია რეხვიაშილი“, - ამბობს მეთორმეტე კლასის მოსწავლე ასლან მიქელაძე.

როგორც შეკრებილი მოსწავლეები აცხადებენ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეექვსედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები არიან შეკრებილი, თუმცა, მხოლოდ მუსლიმები.

მათივე თქმით, ვინაიდან გაკვეთილებს აცდენენ, კლასების დამრიგებლებმა გაკვეთილებზე დასწრება სთხოვეს, თუმცა, კლასებში შესვლას არ აპირებენ. მოსწავლეები ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე საქმეში განათლების სამინისტრო არ ჩაერთვება.

„რაც მე გადამხდა, ვფიქრობ, რომ ეს მუსლიმი ბავშვების შეურაცხოფა და დისკრიმინაციაა. მსგავსი ფაქტი რომ არ განმეორდეს, მოვითხოვთ განათლების სამინისტრომ რეაგირება მოახდინოს“, – ამბობს თეონა ბერიძე, გოგონა, რომელსაც დირექტორმა თავსაბურავის მოხდისკენ მიუთითა.

„სამხრეთის კარიბჭე“ დილიდან ცდილობს სკოლის დირექტორთან, ნათია რეხვიაშვილთან დაკავშირებას, თუმცა დირექტორი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

საქართველოს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ შეკრების უფლება ყველას აქვს და ამას ვერავის დაუშლიან, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტს უნდა მიმართოს, საქმეში სამინისტრო ამის შემდეგ ჩაერთვება.

შეგახსენებთ, მოხის სკოლის მეოთორმეტე კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ მოხის სკოლაში გოგონას დირექტორმა თავსაფრის ტარება დაუშალა. მათი თქმით, თავსაფრის მოხდა სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა თეონა ბერიძეს მოსთხოვა. გოგონამ ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და მობილობით მოხის სკოლაში ბრუნდებოდა. დირექტორმა კი უთხრა რომ სკოლაში იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ თავსაბურავს მოიხდიდა. მათივე განცხადებით, დირექტორმა გოგონა სკოლაში მიიღო, თუმცა, მისდამი სოლიდარობისა და დირექტორის ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად, 23 დეკემბერს, მოხის სკოლაში, მეთორმეტეკლასელი სხვა მუსლიმი გოგონებიც თავსაბურავებით მივიდნენ. სკოლის დირექტორი 'სამხრეთის კარიბჭეს' არც გასულ კვირას შეხვდა, თუმცა, როგორც დირექტორმა გოგონას დედას უთხრა, მისი შვილისთვის არაფერი აუკრძალავს.

[ლუბა გიორგაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია
დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
მოხელი მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ
სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა
სამინისტრომ მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი ვერ დაადგინა