FM97.5 / LIVE

კოპაძესა და მკოიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.09.2018
2016 წლის 18 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს პარლამენტში 93 სხდომა ჩატარდა, თუმცა ახალციხე–ადიგენისა და ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატები სიტყვით არასდროს გამოსულან.

კოპაძესა და მკოიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ

საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძემ 93 –დან 24 პლენარული სხდომა გააცდინა და აქედან ხუთი არასაპატიო მიზეზით. სამი წლის განმავლობაში კი დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არასდროს უსარგებლია.

„118 კაციანი ფრაქციაა, განსაზღვრულია ვინ და როგორ უნდა გამოვიდეს და თავის აზრი გამოთქვას, ზოგჯერ არ რჩება ამის დრო. მე კომიტეტებზე ძალიან აქტიური ვარ, სადაც არის ამის საშუალება. ჩვენ ვმუშაობთ კანონებზე, რომელიც მუნიციპალიტეტებსაც და ყველა ადამიანს ხელს შეუწყობს. სულ ახლახანს ახალ ინიციატივას მოეწერა ხელი, რომლითაც სოციალური საწარმოები გაიხსნება“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში გიორგი კოპაძე.

პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის საჭიროებას ვერ ხედავს ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი: „ჯერჯერობით არ არის ამის საჭიროება, ვაკეთებ საქმეს და არ ვლაპარაკობ“, – ამბობს ენზელ მკონიანი.

ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა 93 სხდომიდან 31 გააცდინა, მათ შორის 11 არასაპატიო მიზეზით.

ორივე მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ პლენარულ სხდომებზე არა, მაგრამ მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეების დახმარებისთვის აქტიურად მუშაობენ.

„თვეში 200 ადამიანს ვღებულობ და მათ პრობლემებს ვაგვარებ. ჯავახეთში არის გაზიფიცირების, სასმელი წყლის, გზის, ახალქალქში დასუფთავების პრობლემები. დეპუტატად ჩემი მოსვლის შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ბევრი პრობლემა მოგვარდა“, – ამბობს ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი.

მოქალაქეთა დახმარებაზე აკეთებს აქცენტს გიორგი კოპაძეც: „მაგალითად, საბარგო სადგურზე საკანალიზაცო სისტემის დაერთების საკითხი, წყალმომარაგების კომპანიასთან ჩემი აქტიურობით მოგვარდა. ასე რომ მუშაობა მიდის ჩვეულებრივ ტემპში. შეიძლება ჰიპერაქტიური არ ვარ, მაგრამ ვმუშაობ და ვაკეთებ“.

სამცხე–ჯავახეთის სამი მაჟორიტარული ოლქის დეპუტატების ბიუროები იმ ბიუროებს შორის არიან, რომლებსაც მაღალი დაფინანსება აქვთ. თითო დეპუტატის ბიუროსთვის წელიწადში 80 280 ლარია გამოყოფილი. თანხა ბიუროს თანამშრომლების ხელფასებს, ფართის ქირას და ოფისების ფუნქციონირებისთვის სხვადასხვა ხარჯს ხმარდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფოფხაძე: დეპუტატების საქმიანობა სხდომებზე აქტიურობით არ უნდა ფასდებოდეს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია
რამდენ ლარს ხარჯავენ სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები
ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულან
წლის მდუმარე დეპუტატები – 2018 წელს კოპაძეს და მკოიანს პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ
კოპაძეს და მკოიანს გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი სხვა კანონპროექტში აერია
გამოკითხვა: როგორ აფასებთ სამცხე-ჯავახეთის დეპუტატების მუშაობას პარლამენტში [ვიდეო]

ენზელ მკოიანი - ‘ახალქალაქის მერია და პოლიცია ჩემზე ზეწოლას ახორციელებენ’