FM97.5 / LIVE

ენზელ მკოიანი - ‘ახალქალაქის მერია და პოლიცია ჩემზე ზეწოლას ახორციელებენ’

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.09.2020
ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი ირწმუნება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ და პოლიციამ იმ დაზიანებული ბილბორდის აღდგენა აუკრძალა, სადაც საკუთარი ბანერის გაკვრას აპირებდა. მისივე თქმით, ბილბორდი ძმის, მარტუნ მკოიანის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზეა.

ენზელ მკოიანი - ‘ახალქალაქის მერია და პოლიცია ჩემზე ზეწოლას ახორციელებენ’

ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობიდან და პოლიციიდან მის მიმართ ზეწოლა ხორციელდება.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მკოიანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არ დაასახელა, მან გადაწყვიტა კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. სწორედ ამას უკავშირებს პარლამენტარი ბილბორდის გამოყენების აკრძალვას.

„გუშინწინ წარვადგინე დოკუმენტები საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატობისთვის, შეეშინდათ, რომ ამ ბილბორდზე ჩემი ბანერი იქნება განთავსებული, ამიტომაც მიკრძალავენ, ეს 10 წლის ბავშვისთვისაც გასაგებია“,- განმარტავს იგი.

მისივე მტკიცებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიციის თანამშრომლები ბენზინგასამართ სადგურზე მაშინ მივიდნენ, როდესაც მკოიანები დაზიანებული ბილბორდის აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ.

„ეგ ბილბორდი 2016 წელს, ჩემი ძმის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მისივე კუთვნილ მიწაზეა დადგმული. მაშინ ამისთვის საგზაო დეპარტამენტიდან ნებართვა აიღო, კანონიერად. 2017 წელს ჩემს ძმას მისი იჯარით გაცემა უნდოდა, მაგრამ თურქული სატვირთო მანქანა შემოვიდა ბენზინის ასაღებად სადგურზე, დაეჯახა ბილბორდს და გატეხა“, - იხსენებს მკოიანი.

მისივე მტკიცებით, დაზიანებული ბილბორდი მკოიანებმა აღადგინეს, თუმცა მის გამოყენებას ადგილობრივ თვითმმართველობაში უკრძალავენ და არც იმ დოკუმენტებს აძლევენ მარტუნ მკოიანს, რითიც დასტურდება რომ ბილბორდი ნამდვილად მას ეკუთვნის.

„არ ვიცი რატომ, ყველაფერი აირია, დოკუმენტს ითხოვენ და გვეუბნებიან, რომ ასეთი დოკუმენტი მერიაში არ იძებნება. არადა მერიაშია, უბრალოდ არ უნდათ ნახვა. ეს საკუთარი მიწაზე, საკუთარი ხარჯებით დადგმული ბილბორდია, არ შეიძლება ასეთ პატარა რამეში პოლიცია და მერია ჩაერიოს და აკრძალოს. ადამიანზე ზეწოლა სახელმწიფო რესურსებით არ შეიძლება“, - ამბობს მკოიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

ახალქალქის მერი, იური უნანიანი მკოიანის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას არავინ არაფერს უკრძალავს: „ჩვენ არ აგვიკრძალავს, უბრალოდ კანონიერებას ვამოწმებთ, უკვე დგას ბილბორდი და როგორ უნდა ავუკრძალოთ?! გუშინ იყვნენ ჩვენი თანამშრომლები მანდ, შეეკითხნენ დოკუმენტაცია ჰქონდათ თუ არა, გვითხრეს, რომ აქვთ, მივეცით დრო 2-3 დღე მოიტანენ დოკუმენტებს და არანაირი პრობლემა არ იქნება“,- აცხადებს ახალქალაქის მერი.

მკოიანი კი ამბობს, რომ მისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამველ მანუკიანი რატომ წარადგინა: „ჩემთანაც ძალიან დიდ კითხვად რჩება ის თუ წელს ჩემს მაგივრად სამველ მანუკიანი რატომ დაასახელეს კანდიდატად. მანუკიანი თავის დროზე დეპუტატი ჩემი რეკომენდაციით გახდა“.

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘თუ იქნება ხალხის მოთხოვნა, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი’ - ენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანი საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის
ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულან
'ქართულმა ოცნებამ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]
‘სამჯერ დამირეკეს და კანდიდატურის მოხსნა მომთხოვეს’– ენზელ მკოიანი ზეწოლაზე საუბრობს
‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე