FM97.5 / LIVE

ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.08.2020
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქიდან, ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, 2019 წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვით ერთხელაც არ გამოსულან. მკოიანი უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატია, მანუკიანი კი პარლამენტში „ოცნების“ პარტიული სიით შევიდა და 2020 წლის არჩევნებში ისევ პარლამენტარობისთვის იბრძოლებს.

ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულან

მოქმედი პარლამენტარები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი იმ 21 დეპუტატს შორის არიან, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში სხდომებზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულან. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშშია ნათქვამი.

„მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს“, - წერია ანგარიშში.

დეპუტატთა სია, რომლებსაც 2019 წელს სიტყვით გამოსვლით არ უსარგებლიათ ასეთია:

- ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- მახირ დარზიევი (უმრავლესობა),
- მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”),
- თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა),
- იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- სამველ მანუკიანი (უმრავლესობა),
- ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი),
- რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი),
- რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა),
- დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა),
- ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა),
- გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა),
- ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).

პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ოცნებამ' საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
ადიგენის საკრებულოში უმრავლესობა 'ქართული ოცნების' დეპუტატები იქნებიან
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფციაა – NDI
კოპაძესა და მკოიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ
ბორჯომის საკრებულოში  „ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს
"ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა
NDI: სომხურ დასახლებებში, უმრავლესობა ‘საბჭოთა კავშირის’ დაშლას უარყოფითად  აფასებს