FM97.5 / LIVE

წლის მდუმარე დეპუტატები – 2018 წელს კოპაძეს და მკოიანს პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.01.2019
ახალციხე–ადიგენისა და ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატებს "ქართული ოცნებიდან" ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვა არ წარმოუთქვამთ. მათ არც პოლიტიკური განცხადების უფლება გამოუყენებიათ და არც ფრაქციებისთვის გათვალისწინებულ დროს დაუსვამს შეკითხვა.

წლის მდუმარე დეპუტატები – 2018 წელს კოპაძეს და მკოიანს პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ

წლის მდუმარე დეპუტატების შესახებ ინფორმაციას on.ge აქვეყნებს. მათ 2018 წლის შვიდი თებერვლიდან 20 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემები საქართველოს პარლამენტიდან მიაწოდეს (მონაცემებში არ შედის 22, 26 და 27 დეკემბრის სხდომები).

როგორც on.ge წერს, ერთი წლის განმავლობაში 49 პლენარული სხდომა ჩატარდა. 150 დეპუტატიდან 35–ს არცერთ სხდომაზე ხმა არ ამოუღია. მათ შორის არიან ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. 35 "უთქმელი დეპუტატიდან" 29 ქართული ოცნების წევრია, ორი — ნაციონალური მოძრაობის, ორი — ევროპული საქართველოს, ერთი პატრიოტთა ალიანსის, ხოლო ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია.

პარლამენტში სიტყვის უფლებით კოპაძესა და მკოიანს არც 2016–2017 წლებში უსარგებლიათ. ამის შესახებ პარლამენტიდან ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ 2018 წლის აგვისტოში გამოითხოვა. უწყებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე საქართველოს პარლამენტში 93 სხდომა ჩატარდა, თუმცა ახალციხე–ადიგენისა და ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატები სიტყვით არასდროს გამოსულან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოპაძესა და მკოიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ
ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულან
ფოფხაძე: დეპუტატების საქმიანობა სხდომებზე აქტიურობით არ უნდა ფასდებოდეს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია
გამოკითხვა: როგორ აფასებთ სამცხე-ჯავახეთის დეპუტატების მუშაობას პარლამენტში [ვიდეო]

ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ, სხდომას არ ესწრება 'ქართული ოცნება'
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
მეცხრე მოწვევის პარლამენტში 24 ქალი დეპუტატია