FM97.5 / LIVE

რამდენ ლარს ხარჯავენ სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 31.08.2018
სამცხე–ჯავახეთის სამი მაჟორიტარული ოლქის დეპუტატების ბიუროები იმ ბიუროებს შორის არიან, რომლებსაც მაღალი დაფინანსება აქვთ.

რამდენ ლარს ხარჯავენ სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები

მაჟორიტარული წესით არჩეული 73 დეპუტატის ბიუროების შენახვისთვის 2018 წელს გათვალიწინებული 4 397 760 ლარია. 73–დან 56 მაჟორიტარი დეპუტატისთვის 51 600 –51 600 ლარია განსაზღვრული. 14 დეპუტატისთვის, მათ შორის სამცხე–ჯავახეთიცაა, 80 280 - 80 280 ლარია გამოყოფილი. სამი ბიურო კი ისეთია, სადაც დაფინანსება 100 000 ლარზე მეტია.

მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთის სამივე მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატების ბიუროების ფუნქციონირებისთვის 280 840 ლარია გათვალისწინებული.
თითოეულ საარჩევნო ოლქში არსებული ბიუროსთვის კი ყოველთვიურად 4 300 ლარი გამოიყოფა. ხოლო იმ საარჩევნო ოლქში მდებარე ბიუროსთვის, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა განთავსებული, ყოველთვიურად თითოეულ მუნიციპალიტეტზე დაფინანსება 2 390 ლარი ემატება.

თანხა ბიუროს თანამშრომელების ხელფასებს, ფართის ქირას და ოფისების ფუნქციონირებისთვის სხვადასხვა ხარჯს ხმარდება.

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი კოპაძეს ორი ბიურო ახალციხესა და ადიგენში აქვს. მას ჯამში რვა ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 2018 წელს ორივე ბიუროს ფუნქციონირებისთვის 80 280 ლარია განსაზღვრული.

საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფრომაციის თანახმად, გიორგი კოპაძის ბიუროს ექვსი თვის დანახარჯი ასე გამოიყურება: საწვავი 4 479 ლარი; ტრანსპორტის დაქირავება 1 950 ლარი; კომუნალური ხარჯი - 10 ლარი; წარმომადგენლობითი ხარჯი - 390 ლარი; სხვადასხვა ხარჯი - 105 ლარი. პირველი აგვისტოს მდგომარეობით თანამშრომელთა ხელფასისთვის 3 920 ლარია დახარჯული.

80 280 ლარია გამოყოფილი ნინოწმინდა–ახალქალაქში ენზელ მკოიანის ბიუროებისთვისაც, მასაც რვა თანამშრომელი ჰყვას დასაქმებული. ენზელ მკოიანის ბიურომ ექვს თვეში საწვავისთვის - 3000 ლარი, კომუნალური ხარჯებისთვის კი 694 ლარი დახარჯა. პირველი აგვისტოს მდგომარეობით თანამშრომელების სახელფასებისთვის 4 930 ლარი გაიცა.

ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 2018 წელს განსაზღვრული 80 280 ლარიდან ექვს თვეში საწვავისთვის 4 487 ლარი დახარჯა, 11 თანამშრომელზე კი პირველი აგვისტოს მდგომარეობით კი 5 928 ლარის ოდენობის ხელფასი გასცა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენი  დაიხარჯა  7 თვეში პრემიების  და სტუმრების გამასპინძლებისთვის სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
კოპაძესა და მკოიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ
სამცხე–ჯავახეთის  საარჩევნო ოლქები  საპრეზიდენტო არჩევნებზე 157 950 ლარს დახარჯავენ
ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარების ბიუროები მცირე სახელფასო ფონდის მქონე ბიუროებში მოხვდა
რამდენი დახარჯა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ 2 წელში ხელფასებსა და პრემიებში
2020 წელს სამცხე-ჯავახეთში კულტურულ ღონისძიებებში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება