FM97.5 / LIVE

გამოუყენებელი თავშესაფრის შენახვა მერიას წელიწადში 10 000–ლარამდე უჯდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 30.08.2018
ახალციხეში, უსახლკაროთათვის განკუთვნილი თავშესაფარი, რომლის მოსაწყობადაც სამი წლის წინ 200 000–მდე ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. შენობას ორი დარაჯი ჰყავს და მერია მათი ხელფასებისთვის ყოველწლიურად 9 600 ლარს ხარჯავს.

გამოუყენებელი თავშესაფრის შენახვა მერიას წელიწადში 10 000–ლარამდე უჯდება

ახალციხეში, უსახლკაროთათვის განკუთვნილი თავშესაფარი, 2015 წლის ზაფხულში აშენდა, თუმცა დღემდე ამ შენობით არცერთ ბენეფიციარს უსარგებლია. სხვა ფუნქცია შენობას ვერც ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოუნახა. როგორც ახალციხის მერიიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, ის ამ დრომდე მუნიციპალიტეტს არც სხვა მიზნებით გამოუყენებია: „შენობა თხოვების ფორმით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლზეა“ გადაცემული“.

თავშესაფარს ამ დროისთვის მხოლოდ ორი დარაჯი ჰყავს. ორივეს სახელფასო სარგო თვეში 800 ლარს შეადგენს, რაც წლის განმავლობაში ჯამში 9 600 ლარია.

თავშესაფრის ასაშენებლად 120 000–მდე ლარი დაიხარჯა. 2016 წლიდან დღემდე კი ინვენტარის შესაძენად, კომუნალური ხარჯებისთვის და ხელფასების გასაცემად ჯამში ბიუჯეტიდან 54 400 ლარი გამიყო.

გამოუყენებელი თავშესაფრის შენახვა მერიას წელიწადში 10 000–ლარამდე უჯდებაახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ „ამ დროისთვის შენობა და ინვერნტარი იდეალურ მდგომარეობაშია“, თუმცა, შენობის გარე ფასადზე მცირე დაზიანებებია, შიგნით კი „სამხრეთის კარიბჭეს“ გადაღების უფლება არ მისცეს.

ახალციხის მერიამ აღნიშნული შენობა საცხოვრებლად მიმდინარე წლის დასაწყისში სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულ ვეტერანებს შესთავაზა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ვეტერანებმა სკოლის შენობა უნდა დატოვონ, თუმცა, მათ იმის გამო, რომ თავშესაფარი ქალაქიდან მოშორებითაა, მერის შეთავაზებაზე უარი თქვეს.

ახლა კი ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ „დღეისთვის თავშესაფრის დანიშნულებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მხრიდან რაიმე სახის ცვლილება არ იგეგმება“.

გასულ წელს უფუნქციოდ დარჩენილი თავშესაფარი აუდიტის დასკვნაში მოხვდა. მაშინ აუდიტის სამსახურში ამბობდნენ, რომ „მუნიციპალიტეტმა, სოციალურად დაუცველთათვის სახლის მოსაწყობად, 134.4 ათასი ლარი არაეფექტიანად დახარჯა“.

გამოუყენებელი თავშესაფრის შენახვა მერიას წელიწადში 10 000–ლარამდე უჯდება

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერი ვეტერანებზე: ‘ვიდრე თავშესაფარი არ ექნებათ, არ გამოვასახლებთ’
თავშესაფარი, რომელიც არავის სჭირდება – ბიუჯეტიდან არაეფექტურად დახარჯული 200 000–მდე ლარი
ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’
ვეტერანებს უკანონოდ დაკავებულ  ფართს  დაატოვებინებენ
ახალციხის მერმა ვეტერანებს სამი ალტერნატიული ფართი შესთავაზა
ვეტერანები მერიას თავშესაფარს სთხოვენ