FM97.5 / LIVE

15 მაისიდან სჯსუ–ს რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 15.05.2017
დღეიდან, 15 მაისიდან, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება.

15 მაისიდან სჯსუ–ს რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 12 აპრილის N6 დადგენილების თანახმად, არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია 15 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით იწარმოებს. არჩევნები კი 3 ივლისს ჩატარდება.

ამავე დადგენილების მიხედვით, რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება - სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის შესაბამისად;
ბ) ავტობიოგრაფია (CV) დადგენილი ფორმის შესაბამისად;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი);
ე) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (დედანი ან/და სანოტარო წესით დამოწმებული
ასლი);
ვ) სამოქმედო გეგმა.

რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით.

შეგახსენებთ, ამჟამად უნივერსიტეტის რექტორია მერაბ ბერიძე. იგი რექტორად 2013 წლის 3 ივლისს, 6 ხმით ერთის წინააღმდეგ, აირჩიეს. მაში არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: მერაბ ბერიძე და გურამ კუტალაძე. არჩევნებში მონაწილე რვა ადმიანიდან ექვსმა მერაბ ბერიძის კანდდატურას დაუჭირა მხარი, ერთმა გურამ კუტალაძეს, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ჩაითვალა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
ერთი განცხადება ვაკანტურ თანამდებობაზე
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა
უნივერსიტეტის რექტორი - წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ტალახი მესროლეს
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს