FM97.5 / LIVE

ერთი სულის შებერვა

მთავარისიახლე, ბლოგები 19.08.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

ერთი სულის შებერვა
ჯავახეთში დასაქმება ძნელია, მით უფრო შორეულ სოფლებში. თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი ახალგაზრდა ერთმანეთს სამსახურთან ერთად პატარა ბიზნეს –საქმიანობასაც შესანიშნავად უთავსებს.

ის 24 წლის გამხდარი, ნაზი, საყვარელი გოგონაა, თუმცა უცნაურ სახელს მოსაფერებლად ვერანაირად ვერ შეუმოკლებ, მთელი სიგრძე–სიგანით უნდა წარმოსთქვა: ჰორომსიმე! მშობლებს – აშოტს და ანაიდას ეცინებათ, როცა შვილი ამ სახელის გამო საყვედურობს, თუმცა, მე თუ მკითხავთ, სახელიც ისეთივე მოხდენილი და ორიგინალურია, როგორც თავად მისი მატარებელი.

მას უყვარს შეკითხვების დასმა და ამომწურავი პასუხების მოსმენა. სახეზე მუდამ ფიქრის კვალი ეტყობა, ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს ყოველ წუთს რაღაცას ზომავს და წონის. არ უყვარს, როცა რამეს ბოლომდე ვერ იგებს, თუმცა იცის, რომ ამ ქვეყნად უამრავი რამაა ისეთი, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გაიგოს.

სწავლა და სწავლება მისი და მისი ოჯახის ყველა წევრის ცხოვრების პრიორიტეტებია. და, დედ–მამა, თვითონ საჯარო სკოლის მასწავლებლები არიან. ბაკალავრის ხარისხი თბილისში მიიღო, მაგისტრატურა სომხეთში დაამთავრა. სწავლას დღემდე აგრძელებს და ალბათ არასოდეს შეწყვეტს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სახელმწიფო ენასთან ერთად კომპიუტერის და საქმის მწარმოებლის კურსებიც გაიარა. ქართულ დოკუმენტებზე მუშაობა ძალიან კარგად გამოსდის და მასწავლებეთა პროფესიული განვითარების სქემის ფასილიტატორობასაც ართმევს თავს.

თბილისი პირველად 7 წლის წინ ნახა და მაშინვე მის საყვარელ ქალაქად იქცა. ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქში ადამიანები ერთმანეთის ღირსებას პატივს სცემენ. აქ, ბაგების სტუდქალაქში, ქართველებთან ერთად ცხოვრება გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს და ოჯახებით მეგობრობენ.

ჰორომსიმე კირაკოსიანი არა მხოლოდ სასწავლებლებში, ყველგან სწავლობს. ამბობს, თბილისში სახელმწიფო ენის გარდა, სხვაც ბევრი რამ ვისწავლეო. მოსკოვში ნათესავებთან სტუმრობისას კულინარიის უნარ–ჩვევები გაიღრმავა, საქართველოში დაბრუნებულმა კი ამ საქმიანობას თავისი შემოქმედებითი ნიჭი და ფანტაზიაც დაურთო და ბიზნესად აქცია.

ის ადამიანთა განსაკუთრებულ დღეებს და სურვილებს ტორტების სახით მრავალფერად აფორმებს. შემკვეთიც მრავალფეროვანი ჰყავს. ზოგს ტორტის ზედაპირზე განლაგებული გვირილები ან ვარდები მოსწონს, ზოგსაც – სათამაშოები, სახეები, ტანსაცმლის აქსესუარები ან სამახსოვრო წარწერები. ჰორომსიმეს ყველა მათგანის უსიტყვოდ ესმის და ერთ ღამეში აცხობს სასწაულს მათთვის.

ერთი სულის შებერვა

სცადა ამ ყველაფრისთვის ბიზნესის სახე მიეცა, კლიენტების მოსაზიდად შექმნა სარეკლამო საიტი თავისი კულინარიისთვის. მართალია ჯერ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები არ გადაუდგამს, მაგრამ საკუთარი საწარმოს გახსნის იდეას ნელ–ნელა უყრის საფუძველს.

სულ რამდენიმე თვეა ოჯახი შექმნა და მეუღლესთან ერთად სოფელ დადეშში ცხოვრობს. პოლიციის აკადემიის მაგისტრი მეუღლე ჯერ–ჯერობით უმუშევარია და ჰორომსიმეს პატარა ბიზნესი მათი ოჯახის ერთ–ერთი შემოსავლის წყაროა. ჰორომსიმე ამბობს, რომ ახალგაზრდა ოჯახებს სიყვარულთან ერთად დასაქმებაც აუცილებლად სჭირდებათო.

ფანტაზიას გასაქანს ვერ მისცემ, თუ ხატვის ნიჭი არ გაქვს. ჰორომსიმეში უთუოდ სახლობს ნიჭიერი ხელოვანი, თუმცა მისი ტილო ტორტის ზედაპირია და ხატავს ჰორომსიმე ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, წყვილებისთვის, ზრდასრულებისთვის ერთდღიან ტილოზე დაუვიწყარ სურათებს. იცის, რომ მისი ქმნილება რაღაც განსაკუთრებული, დაუვიწყარი დღის ერთი სულისშებერვაა, თუმცა ის ირგვლივ დაუვიწყარი წუთების ნამსხვრევებს ფანტავს.

ერთი სულის შებერვა

[ცაულინა მალაზონია]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’
ცაულინა მალაზონია: ჯავახეთში ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტები ცხოვრობენ
განათლება გოგონებისათვის
გალინა - ქართულის მასწავლებელი
პატარა პიანისტი ახალქალაქიდან [ვიდეო]
რიფსიმეს ჰობი
საქართველოდან სომხეთში... და უკან