FM97.5 / LIVE

”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’

მთავარი 04.04.2015
”ცოცხალი, შემდგარი და ჩამოყალიბებული არასოდეს ხარ. სრულყოფილება გარდაცვალების შემდეგ მოდის”.

”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’

”სიცოცხლეში ხშირად ვერც კი გამჩნევენ, სიკვდილის შემდეგ იწყებენ ადამიანები შენზე საუბარს და მაშინ გაყალიბებენ კარგ ან ცუდ მხატვრად. სიცოცხლეშივე დიდებისა და აღიარების მოპოვება ძალიან იშვიათია”, - ამბობს 26 წლის თამუნა თამარაძე, რომელიც ბავშვობიდან ხატავს.

1986 წლის 11 დეკემბერს, ახალაქალაქში დაიბადა. ბავშვობის წლები ახალციხეში გაატარა. ”ხატვა როდის დავიწყე? იმ დროიდან, რაც ფანქრის დაჭერა ვისწავლე. მას შემდეგ ვხატავ”, - ღიმილით ამბობს და თხრობას სამხატვრო სკოლის თემით აგრძელებს.

ახალციხის სამხატვრო სკოლაში მე-5 კლასიდან დაიწყო სიარული. მოგვიანებით დიზაინმა გაიტაცა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 2004 წელს, ახალციხეში, ყოფილ ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესხეთის ფილიალში, დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა.

მუშაობაც ამ მიმართულებით გააგრძელა. ახლა სამხატვრო სკოლასა და კერძო სკოლა ”მზექაში” ხელოვნებასა და ხატვას ასწავლის. პარალელურად, სასულიერო სემინარიაში სწავლობს, მეორე კურსის სტუდენტია.

”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’

”სემინარიაში ხატწერას ვსწავლობ. ჩემთვის ეს მიმართულება ძალიან საინტერესოა”, - ახალ გატაცებაზე აგრძელებს საუბარს ახალგაზრდა მხატვარი.

ამბობს, რომ ერთი გამორჩეული ჟანრი არ გააჩნია: ”ვხატავ პორტრეტებსაც, პეიზაჟებსაც”.

ხატვის პარალელურად, მუშაობს თექაზეც, კერავს ტანსაცმელს. დიდი სურვილი აქვს ახალციხეში დიზაინის სახლი გახსნას, თუმცა ფინანსების არქონის გამო ამ სურვილს ჯერჯერობით ვერ ისრულებს.

სამუშაო დღეებში სახლში 18:00 საათზე ბრუნდება და დაღლილი თავისი სამხატვრო ოთახისკენ მიეშურება. ამ ოთახში მის გარდა ვინმე იშვიათად შედის, ეს მისი მინი სახელოსნოა, ძირითად დროსაც აქ ატარებს.

დედა ამბობს, რომ თამუნა ხშირადაა ჩაკეტილი ამ ოთახში: ”შეუძლია მთელი დღე ხატოს, ამ ოთახიდან არ გამოდის. ჩვენც არ ვუშლით ხელს, არ უყვარს, ხატვის დროს ვინმე რომ უყურებს”.

”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’

გამორჩეულად საყვარელი მხატვარი არ ჰყავს: ”ერთი საყვარელი მხატვარი არ მყავს, თუმცა გამოვარჩევდი იმპრესიონისტ მხატვრებს. მაგალითად, პიკასო, ვანგოგი. ეს მხატვრები კლასიკურ სილამაზეს არ ეძებდნენ, ისინი ყოველდღიურ რეალობას ხატავდნენ და მათში სწორედ ეს მომწონს. შესაძლოა, მხატვრის რომელიმე ნახატი არ მოგწონდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხატვარი კარგად ვერ ხატავს”.

ხატვის პროცესი დადებით ენერგიას აძლევს. ამბობს, რომ ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა. ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაღაცის დახატვა არ უნდოდა და მაინც დახატა. დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ იმ ნახატს უარყოფითი ემოცია ახლავს.

რას დახატავს წინასწარ არასოდეს იცის: ”ფურცელსა და ფანქარს როცა ვიღებ, მუზაც მაშინ მოდის”. ხატვის პროცესში ხშირად კლასიკურ მუსიკას უსმენს და ფიქრობს, რომ მხატვარს ნახატის შექმნაში ეს ძალიან ეხმარება.

მისი ნახატების შექმნას სხვადასხვა დრო სჭირდება. აქვს ნახატი, რომელსაც სამი წელიწადი ხატავდა. ზოგი ერთ დღეში შექმნა: ”ეს დამოკიდებულია იმაზე, რას ვხატავ, როგორი განწყობით დავიწყე ხატვა”.

ნახატებს არ ყიდის, ძირითადად მეგობრებს ჩუქნის: ”არასოდეს გამიყიდია, თუმცა, შეძენის სურვილი გამოუთქვამთ. ნახატები ჩემთვის ძალიან ახლობელია და მათთან განშორება გამიჭირდება. არც იმას გამოვრიცხავ ერთ დღეს ისეთ ხასიათზე დავდგე, რომ რომელიმე ნახატი გავყიდო. მაგრამ მაქვს ისეთი ნახატები, რომლებსაც არასოდეს არ გავყიდი და არც გავაჩუქებ”.

პერსონალური გამოფენა არასოდეს ჰქონია. ”ეს ალბათ ჩემი სიზარმაცის ბრალია”, - ამბობს ღიმილით, თუმცა აქვე ამატებს, რომ მთავარი სხვა პრობლემა, ფინანსებია, - ”დიდი სურვილი მაქვს, ახალციხეში მაინც მოვაწყო ჩემი ნახატების გამოფენა და დაგეგმილიც მაქვს ყველაფერი, თუმცა ჯერ ვერ მოვიცალე”.

რამდენჯერმე ერთობლივ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე წლის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთობლივ გამოფენაზე გამოფინა ნახატები: ”რამდენიმე ნახატი მქონდა გაგზავნილი. დიდი დაინტერესება გამოიწვია და ნახატების შეძენის სურვილიც გამოთქვეს, თუმცა არ გავყიდე”.

ხალხმრავლობას ხშირად გაურბის, მარტო ყოფნა ურჩევნია. ამბობს, რომ თუ კარგ ხასიათზე არ არის, მეგობრებთან ერთად გასართობად არ მიდის. მისი მეგობრები ძირითადად ხელოვანი ადამიანები არიან: ”ყველა პროფესიის ადამიანთან შემიძლია მეგობრობა, თუმცა რატომღაც ხელოვან ადამიანებთან უფრო გამომდის ურთიერთობა. უმეტესად ბიჭებთან ვმეგობრობ”.

ამბობს, რომ ხელოვან ადამიანებზე ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ: ”ხშირად გამიგია, რომ ამბობენ, ხელოვან ადამიანებთან ურთიერთობა რთულიაო. შეიძლება ასე ერთი შეხედვით ჩანდეს. სინამდვილეში კი პირიქით არის. ხელოვანი ადამიანები უფრო თბილები არიან და ადამიანებსაც განსაკუთრებითი სითბოთი უდგებიან”.

”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’

ამბობს, რომ გაწონასწორებული პიროვნებაა და ფიქრობს, რომ ეს თვისება მეტ-ნაკლებად ყველა მხატვარს სჭირდება: ”მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მხატვარი ლოთი ან გიჟი იყო, მათ მაინც ჰქონდათ ის სიმშვიდე, რაც ნახატის შექმნას სჭირდება”.

თავს ჩამოყალიბებულ მხატვრად არ მიიჩნევს. ამბობს, რომ ’’ცოცხალი, შემდგარი და ჩამოყალიბებული არასოდეს ხარ. სრულყოფილება გარდაცვალების შემდეგ მოდის. სიცოცხლეში ხშირად ვერც კი გამჩნევენ, გარდაცვალების შემდეგ იწყებენ ადამიანები შენზე საუბარს და მაშინ გაყალიბებენ ან კარგ მხატვრად, ან ცუდად. სიცოცხლეშივე დიდებისა და აღიარების მოპოვება ძალიან იშვიათია”.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პატარა ხელოვანი
‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]
ვალელი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ‘ფორსაჟის’ გადამღებმა ჯგუფმა იყიდა [ვიდეო]
ახალციხელი მხატვრების ნახატების გამოფენა გაიხსნა
ახალციხის ციხეში ადგილობრივი მხატვრის გამოფენა გაიხსნა
სომეხ შემოქმედთა კავშირი – ახალციხის პეიზაჟებზე შეყვარებული მხატვრები [Photo/Video]
უნივერსიტეტში ახალციხელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა